წერილები,საკონფერენციო თემები


მეორე ეროვნულ კონფერენციაზე "საუკეთესო პედაგფოგიური პარაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" წარდგენილი საკონფერენციო თემა-დისკუსიის მეთოდის გამოყენება სწავლებისას და შედეგების კვლევა



          დისკუსიის მეთოდის გამოყენება სწავლებისას და შედეგების კვლევა
     მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა „ წააგავს იმ ხიდს, რომელიც მოზარდებმა უნდა გადონ ცოდნიდან რეალურ ცხოვრებისეულ ქცევებამდე. ამ ხიდის თითოეული ფიცარი არის ის სასიცოცხლო უნარ - ჩვევა, რაც ცხოვრებაში ეხმარება ადამიანს, რათა ცოდნა გადააქციოს ჯანსაღ ქცევებად. თუ  ამ ხიდის „ ფიცრები „ ამოცვივდება, ადამიანი შეიძლება ჩავარდეს პრობლემების „ზღვაში“ სწორედ ამიტომ...სწავლება არ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოამარაგოს მოზარდები კარგი ცოდნით,არამედ აღჭურვოს ისინი სასარგებლო უნარ - ჩვევებით, რომელიც დაეხმარება მათ უკეთ გამოიყენონ ეს ინფორმაცია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისათვის“.[1]
მიმაჩნია ,რომ სკოლიდან გამოსულ მოზარდს უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის არგუმენტირებულად, ლოგიკურად, თანამიმდევრულად ჩამოყალიბება და სხვისთვის გაზიარება. მასწავლებლის მიერ სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენების მთავარი მიზანი საკლასო ოთახში აზროვნების კულტურის შექმნა და საკლასო ოთახის გარეთაც მისი განვრცობა უნდა იყოს. ე.ი. სკოლამ მოზარდი  მოაზროვნე პიროვნებად უნდა ჩამოაყალიბოს. ნებისმიერი მასწავლებლის პრობლემაა ის ,რომ  საგაკვეთილო პროცესის დროს კამათსა და დებატებში მხოლოდ მცირე ნაწილი ებმება ხოლმე, კლასის უმრავლესობა პასიურია, ელოდება როდის შეეკითხებიან, არ უყვარს ინიციატივების გამოჩენა.
    გასული სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე დაკვირვება მეწარმოებინა ერთ სამიზნე ჯგუფზე ,კერძოდ მეათე კლასზე. დაკვირვება - კვლევა უნდა გაგრძელებულიყო მთელი წლის მანძილზე და მიზნად ისახავდა ერთ-ერთი  სტრატეგიის  საკლასო  დისკუსიის  სხვადასხვა ფორმების  სასწავლო პროცესში ხანგრძლივად გამოყენების შედეგებს. მაინტერესებდა ,თუ რამდენად გაიზრდებოდა მოსწავლეთა აზროვნების დონე, ამაღლდებოდა მათი მოტივაცია, დაიხვეწებოდა დისკუსიებში და დებატებში მონაწილეობის კულტურა.(რა თქმა უნდა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ სხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს ამ კლასში არ ვიყენებდი.)დისკუსიის მეთოდი ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, რაც ასე სულაც არ არის. ყოველი გაკვეთილისთვის მჭირდებოდა განსაკუთრებული მომზადება ,თემატიკის მიხედვით გამოვკვეთდი სადისკუსიო პრობლემებს.  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კითხვის დასმის ხელოვნებას, ამ პროცესში
  მუდმივად ვუსვამდი კითხვებს ჩემს თავს: როგორ ვმართო დისკუსიის პროცესი? , რა სახის კითხვები უნდა დავსვა? როგორ ჩავრთო მოსწავლეები დისკუსიის პროცესში? ვეძებდი დისკუსიის ჩატარების სხვადასხვა მეთოდებს და ხერხებს .მოსწავლეებთან კითხვის დასმისას უპირატესობას სოკრატულ მეთოდს ვანიჭებდი. ჩემს მიერ ჩატარებული საქმიანობა შეესაბამებოდა ე.ს.გ. -ის  სტანდარტით გათვალისწინებულ შემდეგ მოთხოვნებს: .ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.ქართ.X.5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიის ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.  თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი ჩემი სურვილი , წინადადებამ ისინი დააინტერესა. ავუხსენი მათ რით იყო ეს მეთოდი საინტერესო, რომ დისკუსიის დროს ხდება: მონაწილეთა შორის ინფორმაციის გაცვლა, ერთი და იმავე საკითხისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომების ძიება,სხვადასხვა თვალსზრისის (ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავის) თანაარსებობა; საერთო აზრის ან  გადაწყვეტილების მისაღებად ჯგუფური შეთანხმების ძიება.

·      
   მოსწავლეებს გავაცანი, რომ დისკუსია, გარკვეულ წესებს უნდა ემორჩილებოდეს, აუცილებელია დროის ლიმიტის დაცვა, სხვისი აზრის პატივისცემის და მოსმენის უნარი. მათ შეიმუშავეს დისკუსიის წესები და პროცედურები, თვალსაჩინოდ გამოაკრეს საკლასო ოთახში. წესები ასე  იკითხება:
  მოვუსმინოთ ერთმანეთს
·         არ ვაწყვტინებთ საუბარს სხვას
·         პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრ
·         არ დავცინოთ  მოკამათეს
·         ავწიოთ ხელი როცა  რაიმეს თქმა გვსურს
·         ვითანამშრომლოთ მეწყვილესთან, ჯგუფთან
·         დავიცვათ რეგლამენტი
·         არ დაგვავიწყდეს -გაკვეთილის მერე ჩვეულებრივ მეგობრებად ვრჩებით

კვლევის პერიოდში გაკვეთილებს ვგეგმავდი ისე,რომ უმეტესწილ ვიყენებდი
 დისკუსიის შემდეგ ფორმებსა  და ხერხებს:  „მრგვალი მაგიდა“ ,პანელური დისკუსია“, „ფორუმი“,  დებატები“, “ ჯიქსოს“  ხერხი და სხვა  ,რაც საინტერესოს და შინაარსიანს ხდიდა საგაკვეთილო პროცესს. შევიმუშავეთ მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის და თვითშეფასების ფორმებიც.მოსწავლეები აფასებენ საკუთარ თავს და მეგობრებს  + და  -  ნიშნებით
სახელი,გვარი
  კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი
კომენტარი
მონაწილეობა დისკუსიაში
ერთმანეთის მოსმენა
დროის ლიმიტი
1
მოსწავლის სახელი




2
მეგობრის სახელი




3
მეგობრის სახელი




მეცადინეობის მსვლელობისას მოსწავლეებს ვუთმობდი დროს საკუთარი ნამუშევრების შესაფასებლად ჯგუფებში
კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
ჩვეულებრივ
ზოგჯერ
დისკუსიის დაწყებამდე დავაზუსტეთ
დავალება




ვმონაწილეობდით დავალების შესრულებაში




საკითხის განხილვაში ყველა მონაწილეობს




პასუხის გაცემამდე ვუსმენთ თანამოსაუბრეს




გამოვთქვამთ საკუთარ მოსაზრებას




დისკუსიის დასრულებისას ვღებულობთსაერთო გადაწყვეტილებას




ერთ-ერთი ჩვენგანი იწერს ყველა გამოთქმულ მოსაზრებას




   ჯგუფის საკუთარი ნაშრომების თვითშეფასების შემდეგ, განვიხილავდით ჯგუფში მუშაობის გაუმჯობესების გზებს.დაკვირვებას ვაწარმოებდი სხვადასხვა თვალსაზრისით: როგორი იყო მოსწავლეთა ჩართულობა ,მათი მოტივაცია კვლევის დასაწყისში, სამი თვის შემდეგ, სასწავლო წლის ბოლოს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების გათვალისწინებით, რაც შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის საფუძველი ხდებოდა. აქ მხოლოდ ერთი-მოსწავლეთა ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი ნიმუში მომყავს
დაკვირვების მიზანი
მოსწავლეთა ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი

დასკვნა
კვლევის დასაწყისში
სამი თვის შემდეგ
სასწავლო წლის ბოლოს
საკუთარი სურვილით ებმება დისკუსიაში
22
39
50
გაიზარდა
28 %-ით
მხოლოდ მასწავლებლის თხოვნით გამოხატავს საკუთარ პოზიციას
33
22
22
შემცირდა
11%-ით
ცდილობს მაგრამ უჭირს  დისკუსიაში ჩართვა
28
22
17
შემცირდა
11%-ით
საერთოდ ვერ ახერხებს
17
17
11
შემცირდა
6%-ით

   სტრატეგიის სხვადასხვა ხერხებმა  მომცეს საშუალება ,რომ დისკუსიის პროცესი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების ჩართვით არ ამოწურულიყო, კლასში მოსწავლეთა  მაქსიმალური რაოდენობა გააქტიურდა. ინტერაქტიური სწავლების ეს მეთოდი დამეხმარა, რომ  მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღებიდან  შესასწავლი მოვლენების ცენტრში აღმოჩენილიყო.  კვლევის პროცესმა მოტივაცია არამარტო მოსწავლეებს არამედ მეც ამიმაღლა . მაქვს ახალი იდეები,ახალი გამოწვევები  .ვნახოთ...
გამოყენებული ლიტერატურა
1.გრძელვადიანი სასწავლო კურსის მასალები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2ინტელის სასწავლო კურსის მასალები.3.სასიცოცხლო უნარები.მასწავლებლის სახელმძღვანელო.ავტ.მაია ბაქრაძე,ქეთევან კობალაძე,ნაზაკეტ მეჰდიევა.სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
მზია ვაშალომიძე. ოზურგეთი  სოფელ ბახვის საჯარო სკოლა


პრეზენტაცია



პირველ ეროვნულ კონფერენციაზე" საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმაბათლებლო სკოლაში "წარდგენილი თემა-როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილი  ისტ-ის გამოყენებთ



როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილი  ისტ-ის გამოყენებთ
თანამედროვე სკოლა, პედაგოგი, გაკვეთილი წარმოუდგენელია  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე. ICT - ის მიზანმიმართული, გონივრული გამოყენება ხელს უწყობს სასწავლო პროცესის საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმართვას.
   მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილები, სადაც გამოყენებულია კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო და ვიდეო მასალები და უფრო მეტად მოსწონთ, თუ თვითონ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ინფორმაციისა და საჭირო ვიზუალური მასალის მოძიებაში.
   მოსწავლის შეფასებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემაჯამებელ დავალებებს “შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს.  კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს. სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება“, ნათქვამია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ ვემზადებით და ვატარებთ შემაჯამებელ დავალებებს მე და ჩემი მოსწავლეები Power Point-ის ფორმით პრეზენტაციის სახით,კერძოდ, წარმოგიდგინოთ ერთი განხორციელებული პროექტი.   ჩვენი პროექტის „შემაჯემებელი დავალება წარდგენით“ მთავარი ამოცანა იყო მოსწავლეებს შეეძინათ შემაჯამებელი დავალების სხვადასხვა ფორმით მომზადების უნარი, ამ შემთხვევაში შეესწავლათ Power Point -ში პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის მეთოდები.
  სამიზნე ჯგუფი გახლდათ მეათე კლასი. ვგეგმავდი რა, პროექტის განხორციელების გზებს იმთავითვე გამოკვეთილი მქონდა მიზანი- მუშაობის პროცესს მოსწავლეებში უნდა განევითარებინა  ანალიტიკური , შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები,რომ მათ მისცემოდათ გარკვეული ცოდნა ,გამოცდილება,ჩვევა    არსებული ცოდნით და მოძიებული ინფორმაციებით საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისა  და აზრის აუდიტორიისათვის ეფექტურად მიწოდებისა
 და მაინც პროექტის მთავარი იდეა იყო ისტ-ის გამოყენებით შესწავლა  საკითხისა, თუ როგორ აისახა შოთა რუსთაველის  „ვეფხისტყაოსანში“  XII საუკუნის საქართველოს და გარშემომყოფი სამყაროს ურთიერთობა  და მოგვემზადებინა   პრეზენტაციები.
პროექტის პირველი ნაწილი ითვალისწინებდა  მომეხერხებინა აზრობრივად, შინაარსობრივად  და ლოგიკურად  გამართული  პრეზენტაციის  მომზადების  წესების  და მეთოდების  სწავლება. თუ სად, როგორ მოიძიონ  საპრეზენტაციო  თემატიკისათვის  საჭირო  მასალები , როგორ  გააკეთონ  პრეზენტაციის დიზაინი. და სხვა რასაც მიეძღვნა პირველი საპროექტო გაკვეთილი
პროექტით  გათვალისწინებული  აქტივობები  თანამიმდევრულად  განხორციელდა:
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს  ჯგუფებად  ემუშავათ  და  ცალკეულ ჯგუფს ერთად  წარმოედგინათ პრეზენტაცია . დაიგეგმა  ,რომ პროექტი  განხორციელდებოდა  2 კვირის  ფარგლებში
არჩეულ  იქნა  საპრეზენტაციო  თემები:
შემუშავდა  საკნსულტაციო  საქმიანობის  გრაფიკი
ჯგუფებმა აირჩიეს ლიდერები, პირობითად ჯგუფებს ლიდერების სახელები ეწოდათ.  რეგულარულ შეხვედრებზე ერთმანეთს აცნობდნენ მოძიებულ ინფორმაციასმართავდნენ დისკუსიას, ხდებოდა აზრთა გაცვლა, სხვისი აზრის პატივისცემა,ეჩვევოდნენ და სწავლობდნენ თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს, უფლება - მოვალეობათა დელეგირებას,მსჯელობენ გამოსახვის ფორმებსა და მეთოდებზე ,საპრეზენტაციო თემის დიზაინზე, მე ყველაფერ ამაზე დაკვირვებას ვახდენდი, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი მითითებებს. მსჯელობენ გამოსახვის ფორმებსა და მეთოდებზე, საპრეზენტაციო თემის დიზაინზე, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი მითითებებს.
მოსწავლეთა კატეგორიამ, რომლებიც შედარებით კარგად ფლობს კომპიუტერით მუშაობის ჩვევებს, აიღო ვალდებულება დახმარებოდა თანაკლესელებს, რომელთაც უჭირდათ ინფორმაციის მოძიება და გადმოტანა.
 ჯგუფებმა პროექტის განხორციელება პროექტის დროში გაწერილი დაგეგმვით დაიწყეს,თავდაპირველად საპრეზენტაციო თემატიკისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებით და  Power Point-ში მუშაობის პრაქტიკულ  უნარებზე, ვარჯიშით . პროექტორის გამოყენების   შესწავლით.
Wikipedia-სა და google-ში თემისათვის საჭირო, საინტერესო მასალებისსაკითხებისსურათების მოძიება ძლიერ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდამათთვის უცნობი და ესოდენ საჭირო ინფორმაციის მიკვლევა აღმომჩენის როლში აყენებდა ბავშვებს .
საჭირო გახდა სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის დაკავშირება საპრეზენტაციო თემასთან.მასწავლებლების მითითებით და კონსულტაციებით ისინი ახერხებდნენ მთავარსა და აუცილებელზე ყურადღების შეჩერებასაზრის ლოგიკურადთანამიმდევრულადშემოქმედებითად გადმოცემას და სლაიდებზე ესთეტიკურად განთავსებას.რაც სხვა საგანში შეძენილი ცოდნის ტრანსფერი უნარად ჩამოყალიბდა
პროექტის დაგეგმვიდან პრეზენტაციამდე ყოველი ქმედება მოითხოვდა კომპიუტერით მუშაობის უნარ - ჩვევების განმტკიცებასინტერნეტით სარგებლობის საკმაო ცოდნას. ყველა სასწავლო საქმიანობა დავგეგმეთ ისე  ,რომ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა სკოლაში არსებული რესურსები. (ფოტოაპარატიკომპიუტერიპროექტორი)
პროექტის  განხორციელების  პერიოდი  მაღალი  აქტივობით  გამოიხატებოდა,  იგრძნობოდა  ინტერესის  ზრდა,  ერთგვარი  შეჯიბრის  განცდაც  თუ  რომელი  ჯგუფი  უკეთ  გაართმევდა  თავს  დაკისრებულ  ვალდებულებას. 
აღნიშნულ  კლასში ჯერ  კიდევ გასული სასწავლო  წლის  პირველ  ნახევარში ვცადე  საცდელი  პრეზენტაციის  ჩატარება,  როცა  გავასრულეთ   ქართული  ჰაგიოგრაფიული  მწერლობის  შესწავლა.
მაშინ  კლასის  მხოლოდ  მცირეოდენი  ნაწილი  ღებულობდა  მონაწილეობას,  მაგრამ  გაჩნდა  სურვილი, რომ  სხვებსაც  შესძლებოდათ  მსგავსი  პროექტების  განხორციელება,  Power  Point - ში  პრეზენტაციების  ხილვა  მათთვის  უცხო  არ  იყო, რადგან  ხშირად  ვიყენებ  გაკვეთილის  პროცესში  ჩემს  მიერ  მომზადებულ  პრეზენტაციებს.  ხშირად  ვასმენინებ  მოსწავლეებს  You Tube-ზე  განთავსებულ  სასწავლო  ტექსტებს  მხატვრული  კითხვის  ოსტატების  მიერ    შესრულებულს.
პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  უპირატესობა  არის  ის, რომ  მოსწავლეები  ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, ინფორმაციის  მოძიებას, წყაროების  შედარებას, მონაცემების ანალიზს, ახერხებენ დროის გონივრულად განაწილებას და გამოყენებას, საქმიანობის დაგეგმვას,   თანდათან  აგებენ  ცოდნას.ანუ ეს მეთოდი კონსტრუქტივისტულია.
პროექტზე მუშაობისას ცოდნის  კონსტრუირებისა  და  კრიტიკული  აზროვნების  უნარების  განვითარების  მიზნით  მოსწავლეებს დავავალე   გამოიყენონ  სტრატეგია  “  მე  ვიკვლევ”
სტრატეგია  საჭიროებს  კომპიუტერისა  და  კერძოდ  ინტერნეტის  აქტიურად  გამოყენებას.  მოსწავლეები   ეძებენ  ინტერნეტში  მათთვის  საჭირო  ინფორმაციას,  სწავლობენ  როგორ  და  რა  სახით  უნდა  მიაწოდონ  ბრძანება  კომპიუტერს  ,როგორი   ფორმულირება  უნდა  მისცენ  კითხვებს.,  ინახავენ  კომპიუტერში  საჭირო  მასალას,  ამუშავებენ,  და  ამზადებენ  პრეზენტაციებს.სტრატეგია  4  საფეხურად  იყოფა

საფეხურები  და  აქტივობები
იდეები  ისტ-ის  ინტეგრირებისთვის
საფეხური 1. თემის  შერჩევა
საფეხური 2. კვლევის  გეგმის  ჩამოყალიბება
საფეხური 3. ინფორმაციის  მოძიება  და  ანალიზი
საფეხური 4. კვლევითი  პროექტის  ანგარიშის  შემუშავება. პრეზენტაციის  ჩატარება

პრეზენტაციის დღეს ჩატარდა ღია გაკვეთილი,რომელსაც ესწრებოდა არამარტო ქართული ენის და ლიტერატურის კათედრის წევრები,არამედ დაინტერესებული პედაგოგებიც. მათ დაურიგდათ შეფასების ფორმა,რომელიც იძლეოდა საშუალებას ყველა პრეზენტატორის საქმიანობა ცალ ცალკე შეფასებულიყო, ასევე შეფასებულიყო გუნდიც.
ყველა მეთოდი,სტრატეგია გამიზნულია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ე.ს.გ. -ით გათვალისწინებულ სტანდარებს ,ჩვენს მიერ ჩატარებული საქმიანობა შეესაბამებოდა    სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება. ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.  ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.  და სხვა ვფიქრობ,რომ  მიზანი მიღწეულ იქნა,შემიძლია შედეგებზეც ვისაუბრო:მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის უნარ ჩვევები, ერთმანეთის აზრის პატივისცემის უნარი,პროექტზე მუშაობის პერიოდი -იყო ძიების,შემოქმედებითი აქტივობის,ახალი უნარების შეძენის პერიოდი.ისწავლეს  Power Point-ში პრეზენტაციის დამოუკიდებლად მომზადება, თუ როგორ უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია.მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები ,რაც უფრო მეტად სრულყოფს გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას,ისწავლეს როგორ მოიძიონ საჭირო ინფორმაციები იტერნეტში, როგორ დაახარისხონ მოძიებული მასალა.
ერთმანეთს დაუკავშირეს სხვადასხვა საგნებში შეძენილი ცოდნა,ადვილად მოახერხეს ცოდნის ტრანსფერი
აღნიშნულ კლასში ამჟამადაც მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, ოღონდ განსხვავებული ფორმატით. მთავარია ,რომ ინტერესი და ენთუზიაზმი არ განელებიათ.
      მზია ვაშალომიძე სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა  როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის

ავტორი: სოფიკო ლობჟანიძე  თარიღი: 07 მაისი 2012.Mastsavlebeli.Ge - ინტერნეტგაზეთი "მასწავლებელი" http://tsageri.blogspot.com/p/blog-page_08. .html http://tsageri.blogspot.com/p/blog-page_31.html


პრეზენტაცია  საკონფერენციო თემისა- დისკუსიის მეთოდის გამოყენება სწეავლებისას და სედეგების კვლევა

No comments:

Post a Comment