გაკვეთილის გეგმები

                                                    




გაკვეთილის გეგმა 1

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი   -  მზია  ვაშალომიძე  

საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური / კლასი: II, VII კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  8

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა:    ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“ 1-ლი თავი    „ლუარსაბ თათქარიძის კარ- მიდამო“

გაკვეთილის მიზანი: ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია ადამიანის“ პირველი თავის გაცნობისას  მოსწავლეები :
·         გაეცნობიან ტექსტის და მეტყველების ფუნქციურ ტიპებს, შეიძენენ აღწერითი ტიპის ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევებს;
·          სათაურის გააზრებით ამოიცნობენ ავტორის სათქმელს;
·          გაანალიზებენ ტექსტს ენობრივი მახასიათებლების მიხედვით;
·         იმუშავებენ წინასწარ გამზადებულ სქემებზე,  წარადგენენ პრეზენტაციას;


ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
·         ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.                           
·         ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                             






    


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა1. საორგანიზაციო საკითხები  გაკვეთილის თემისა და მიზნების წარდგენა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით, მოსწავლეთა ჩართულობით და ინტერაქციით   გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით აწვდის მათ გაკვეთილის თემას,  მიზანს, ინფორმაციას იმ მეთოდებისა და ხერხების შესახებ რომლის გამოყენებასაც გეგმავს გაკვეთილზე;
აცნობს შეფასების რუბრიკას ;
 გამოთქვამს ვარაუდს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების შესახებ;
გონებრივი იერიში


მთელი კლასი
პროექტორი, ეკრანი, ლეპტოპი, ფლიპჩარტის ფურცელი, დაფა მარკერი,

2 წთ
2
აქტივობა2. წინარე ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ ისინი მეტნაკლებად იცნობენ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას;
 წინა წლებში შესწავლილი აქვთ რამდენიმე ნაწარმოები და  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით  მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ :
·         ილია ჭავჭავაძის ადრე შესწავლილი ნაწარმოებები
·         თუ რა ჟანრს მიეკუთვნება  მათ მიერ დასახელებული ნაწარმოებები?
·         გაიხსენონ რა ტიპის ტექსტები იციან?
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3 წთ
3
აქტივობა 3 .სათაურის გააზრება
გაკვეთილის ძირითად ნაწილზე გადასვლამდე მასწავლებელი ცდილობს ნაწარმოების სათაურზე დააფიქროს მოსწავლეები და  ესაუბრება მათ  იმის შესახებ, რომ სათაური თავისებური გასაღები, რომელმაც უნდა გაუადვილოს მათ შემოქმედების ლაბირინთში შესვლა. მას ევალება ნაწარმოების არა მხოლოდ თემაზე, არამედ ავტორის პოზიციაზე, ჟანრის თავისთავადობაზე მინიშნება. შემდეგ დაფაზე წერს სათაურს და მოსწავლეებს სთხოვს გამოხატონ მოსაზრება რა ასოციაცია გაუჩნდათ სათაურის ირგვლივ:
·         როგორ გესმით კაცია ადამიანი?!
·         რა ფუნქცია აკისრია სასვენ ნიშნებს    სათაურში?!


მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს:
კაცია?!
ადამიანია?!
კაცია, ადამიანი?!
კაცია-ადამიანი?!მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს და აჯამებს სათაურის გააზრებისას წარმოქმნილ შეხედულებებს.
 მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ,რომ სათაურს ზოგადად  რამდენიმე ფუნქცია აკისრია: 1.სარეკლამო 
2. შემფასებელი- დამახასიათებელი 3.კომპოზიციურ- შინაარსობრივი და 4. დედააზრის მაჩვენებელი;
სვამს კითხვას :
თქვენი აზრით, რომელი ფუნქცია შეესაბამება სათაურს „კაცია ადამიანი?!“
გონებრივი იერიში
მინი ლექცია
მთელი კლასი
დაფა, ცარცი;
4წთ
4
აქტივობა 4 თემატური გამოწვევა - შეკითხვები ილუსტრაციის გარშემო
სანამ უშუალოდ ტექსტის გაცნობას დაიწყებს მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს  ლუარსაბ თათქარიძის ეზო კარის ილუსტრაციას, თუმცა არ ამბობს  ვის ეკუთვნის ეს კარ-მიდამო და სთხოვს მოსწავლეებს: კარგად დააკვირდნენ ილუსტრაციას ,  წარმოსახვით წარმოიდგინონ და ხმამაღლა იფიქრონ
·         ვის ,  როგორ ადამიანს შეიძლება ეკუთვნოდეს ეს ეზო კარი?
·         რა გვაძლევს ამის ფიქრის საშუალებას?

“ ხმამაღალი ფიქრი“

მთელი კლასი
პროექტორი, ლეპტოპი, ეკრანი, ილუსტრაცია
3 წთ
5
აქტივობა 5.  ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
 დაფაზე გამოკრულია ფლიფჩატის ფურცელი,რომელზედაც ჩამოწერილია სავარაუდოდ მიჩნეული  უცნობი სიტყვები. ტექსტის გაცნობამდე მასწავლებელი განმარტავს მათ.
 აძლევს მითითებას, რომ ტექსტის კითხვისას ბარათებში ჩაინიშნონ სიტყვები, რომლებიც მათთვის უცხოა და განმარტება, რომელსაც მასწავლებელი მიაწვდის.
ვარაუდების მეთოდი
მთელი კლასი
დაფა, ცარცი, კლიფჩატის ფურცელი. ფანქარი. ლექსიკური ერთეულის ბარათები
2წთ
6
აქტივობა 6 ტექსტის წაკითხვა გააზრება.
მასწავლებელი იწყებს ტექსტის პირველი აბზაცის პირველი წინადადების კითხვას „კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ-კარი.“ წაკითხვისთანავე ჩერდება და სვამს კითხვას
·         როგორ გესმით სიტყვები „ კარგი რამ“ მოცემულ კონტექსტში?
·         როგორი მოლოდინი გაქვთ  ტექსტთან დაკავშირებით?
მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს მოსწავლეების მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე შეჯერებულ ვარიანტს და აგრძელებს კითხვას . პირველი აბზაცის დასრულებისთანავე მასწავლებელი პაუზას აკეთებს და კლასს მიმართავს
·         რამდენად გამართლდა მოლოდინი  თათქარიძეების სახლ-კარის სიკარგეზე?
·         დააკვირდით თუ არა კითხვისას ჩემს ინტონაციას? როგორი მოგეჩვენათ იგი?
·         რა ეწოდება დაცინვის მიზნით აზრის შებრუნებული მნიშვნელობით გამოთქმას?

„პირველი სტრიქონი“ „მოლოდინების გზამკვლევი“

მთელი კლასი
წიგნი, დაფა , ცარცი
3  წთ
7
აქტივობა 7  . ტექსტის კითხვა
 მასწავლებელი  ავალებს წაიკითხონ ტექსტი  . კითხვისას მოინიშნონ  მხატვრულ -გამომსახველობითი საშუალებები

მარკირებული კითხვა
მთელი კლასი
წიგნი, ფანქარი, რვეული,
კალამი
7 წთ
8.
აქტივობა 8  წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მიმართავს  კლასს:  თქვენი აზრით, თავი ,რომელიც წაიკითხეთ, ამბავს გადმოგვცემს, ვინმეს თავგადასავალს გვიამბობს  თუ აღწერს რაიმეს ,ანუ რა ჭარბობს მოცემულ ეპიზოდში: აღწერა, მსჯელობა თუ მოქმედება?
მოსწავლეთა პასუხის შემდეგ  მასწავლებელი მათ დამატებით განუმარტავს, რომ  აღწერა მეტყველების ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც თავისი ფუნქცია და დატვირთვა აქვს: ესაა პიროვნების, საგნის, მოვლენის, ნიშან-თვისების გამოკვეთა, წარმოჩენა
პერსონაჟის გარეგნობის აღწერას პორტრეტი ეწოდება, ბუნების სურათის აღწერას- პეიზაჟი, მოქმედების აღწერას -სცენა .
  მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს, რომ  მათი შემდეგი დავალება სწორედ აღწერას ეხება
კითხვა-პასუხი
მინი ლექცია
მთელი კლასი
პროექტორი, ეკრანი,ლეპტოპი,
2 წთ
9
აქტივობა 9. შეკითხვები ტექსტის ირგვლივ:
1.რა ფუნქციას ანიჭებს მწერალი თათქარიძის ეზო კარ-მიდამოს აღწერას?
2. რა მხატვრულ ხერხს იყენებს ილია როცა“ ერთი ამბრის სურნელების აყოლიებაზე“ საუბრობს?
3.რისი თქმა სურს მწერალს თათქარიძეთა ოთახის აღწერით?
4.წავიკითხოთ ტექსტში მონიშნული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და განვმარტოთ

კითხვა- პასუხი

 მუშაობა მთელ კლასთან
სახელმძღვანელო
4 წთ
10
აქტივობა 10.მასწავლებელი პირველ-მეორეზე გათვლით კლასს ყოფს 2 ჯგუფად, პირველები ცალკე სხდებიან, მეორენი ცალკე.
 თითოეულ ჯგუფს აძლევს მათთვის გამზადებულ სქემას (ტექსტის აღწერა 1  და ტექსტის აღწერა 2) შესავსებად და აძლევს სქემის შევსების ინსტრუქციას. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, ავსებენ სქემებს, მასწავლებელი აკვირდება  ჯგუფების მუშაობას და აკეთებს ჩანიშვნებს.
კოგნიტური სქემები
ტექსტის აღწერა 1
ტექსტის აღწერა 2
ჯგუფები
 ფლიფჩატის ფურცლები, მარკერები,სახელმძღვანელო

 5წთ

11
აქტივობა 11. ჯგუფების ნამუშევრის პრეზენტაცია ჯგუფები წარმოადგენენ გამზადებულ პრეზენტაციას, მასწავლებელი ეხმარება ფლიფჩარტების გამოფენაში. მოსწავლეები თავად ირჩევენ პრეზენტატორს
(ჯგუფების  თვითშეფასება)
მინი პრეზენტაცია
ჯგუფები
კოგნიტური სქემები , დაფა,ფლიფჩატის ფურცლების სამაგრები,მარკერი
4 წთ
2-2 წთ თითოეულ პრეზენტატორს
12
აქტივობა 12. პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას გაკვეთილის მიზანზე
როგორი ტიპის ტექსტი გავიცანით?
შეახსენებს მოსწავლეებს ,რომ ასეთი ტიპის ტექსტებს „სიტყვიერ სურათებს“ უწოდებენ. ასეთი ტექსტის მიზანია, რაც შეიძლება უფრო ნათლად და ცოცხლად წარმოუდგინოს მკითხველს აღსაწერი ობიექტი ცალკეული დეტალების ჩვენებით.
შეძლო თუ არა ავტორმა ყოველივე ეს?
ახსნა-განმარტებითი მეთოდი
მთელი კლასი
დაფა, ცარცი
2წთ
13
აქტივობა 13  გაკვეთილის და მოსწავლეთა შეფასება
მასწავლებელი  მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისკენ და იყენებს შეფასების ფორმებს
თვითშეფასება, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა ,თვითშეფასების კითხვარი
2წთ

აქტივობა 14.  საშინაო დავალება
წერითი დავალება- სხვადასხვა ტიპის  აღწერითი ტექსტის შექმნა . მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს საშინაო დავალების პუნქტობრივად ჩამოყალიბებულ ინსტრუქციას,  გამოწვლილვით უხსნის როგორ უნდა შექმნან აღწერითი ტიპის ტექსტი. მიმართავს მათ რომ აღნიშნული დავალება გადაეგზავნებათ ჯგუფში სოციალური ქსელის მეშვეობით.

ინსტრუქტაჟი
მთელ კლასთან მუშაობა
პროექტორი ეკრანი, ლეპტოპი
სოციალური ქსელი
2

                                             გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
 მოსწავლე
  • შეძლებს აღწერითი ტიპის ტექსტის სწორად წაკითხვას და ანალიზს
  • გაიაზრებს ტექსტის სათაურს
  • იმსჯელებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა და მათ ფუნქციაზე ტექსტში
  •  იმსჯელებს ავტორის დამოკიდებულებისა და პოზიციის შესახებ
  • გამოიყენებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს( მარკირების ხერხები,მოინიშნავს ან ამოწერს კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს,გააკეთებს კომენტარს,მოახდენს პერიფრაზირებას


შეფასების რუბრიკა
                                      ტექსტის     გაგება-  გააზრება
კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ტექსტისა  და მეტყველების
ფუნქციური ტიპების ამოცნობა-ანალიზი
მოსწავლე ვერ
განარჩევს ერთმანეთისგან ტექსტის ფუნქციურ ტიპებს;

მოსწავლე ვერ განარჩევს ერთმანეთისგან
მეტყველების ფუნქციურ ტიპებს;
მოსწავლეს  უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან ტექსტის ფუნქციური ტიპები;

მოსწავლეს უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან მეტყველების ფუნქციური ტიპები;
მოსწავლე   უმეტეს შემთხვევაში არჩევს ერთმანეთისგან ტექსტის ფუნქციური ტიპებს;

მოსწავლე უმეტეს  შემთხვევაში არჩევს ერთმანეთისგან მეტყველების ფუნქციურ ტიპებს;
მოსწავლეს   არჩევს ერთმანეთისგან ტექსტის ფუნქციური ტიპებს;

მოსწავლე
აარჩევს ერთმანეთისგან მეტყველების ფუნქციური ტიპებს;
მოსწავლე   არჩევს ერთმანეთისგან ტექსტის ფუნქციურ ტიპებს და აანალიზებს მათ;

მოსწავლე   არჩევს  ერთმანეთისგან მეტყველების ფუნქციურ ტიპებს და აანალიზებს მათ;
სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართების გააზრება,ტექსტის მიზნის ამოცნობა;
მოსწავლე ვერ ახერხებს მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართების შესახებ;
მოსწავლე ვერ ამოიცნობს ტექსტის მიზანს;

მოსწავლეს უჭირს ახერხებს მსჯელობ სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
მოსწავლეს უჭირს ამოიცნოს ტექსტის მიზანი;

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მსჯელობ სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ამოიცნოს ტექსტის მიზანს;

მოსწავლე მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
 მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის მიზნს ;
მოსწავლე არგუმენტირებულად მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
 მოსწავლე ლოგიკურად ამოიცნობს ტექსტის მიზანს
ტექსტის 
ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
მოსწავლე ვერ ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას..) ;

მოსწავლე ვერ განმარტავს მხატვრული სახეების ფუნქციას ტექსტში;

მოსწავლეს უჭირს ამოიცნოს მხატვრულ სახეები (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა..) ;

მოსწავლეს უჭირს განმარტოს მხატვრული სახეების ფუნქციას ტექსტში;

მოსწავლე უმეტეს შემთხვევაში ამოიცნოს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა...) ;

მოსწავლე უმეტეს შემთხვევაში განმარტავს მხატვრული სახეების ფუნქცია ტექსტში;
მოსწავლე  ამოიცნოს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა...) ;

მოსწავლე  განმარტავს მხატვრული სახეების ფუნქცია ტექსტში;

მოსწავლეს  ამოიცნო და აანალიზებს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა...)
 მოსწავლე არგუმენტირებულად განმარტავს მხატვრული სახეების ფუნქცია ტექსტში;


                                   
                             
 ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია
                     
კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ განსაზღვრავს,
თემას , მიზანს, პრობლემას;

შესაბამისად ვერ მოჰყავს არგუმენტები;

უჭირს განსაზღვროს კონკრეტული თემატიკას და პრობლემა, თუმცა ცდილობს;
მხოლოდ დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს თემას;
მხოლოდ დახმარების საშუალებით შეუძლია მოიყვანოს არგუმენტები;
არასრულფასოვნად განსაზღვრავს თემას, პრობლემას;
არგუმენტებს დამაჯერებლობა აკლია;

სწორად განსაზღვრავს თემას და მიზანს
,მსჯელობს პრობლემაზე;
მოჰყავს
დამაჯერებელი  არგუმენტები;
წინადადების
კონსტრუირება
ვერ მეტყველებს გამართულად;
ვერ იცავს მართლმეტყველების წესებს;
უჭირს
გამართული
მეტყველება;
                უჭირს მართლმეტყველების წესების დაცვა;

 გამართული მეტყველება; 
იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს;
მეტყველებს გამართულად;
იცავს მართლმეტყველების წესებს;
მსჯელობის დროს იშვიათად, მაგრამ მაინც უშვებს შეცდომებს;
მეტყველებს გამართულად, აქვს მდიდარი ლექსიკა;
შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს;
საპრეზენტაციო უნარები
 ვერ წარმოადგენს თემას ,
ვერ ახერხებს მსჯელობას და კითხვებზე პასუხის გაცემას;

ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას და დროის ლიმიტის დაცვას;
უჭირს საპრეზენტაციო თემის წარმოდგენა,
უ მსჯელობა და კითხვებზე პასუხის გაცემა;
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება, დროის ლიმიტის დაცვა;
ინფორმაციას საპრეზენტაციო თემის შესახებ ფლობს ,მაგრამ დახმარების გარეშე უჭირს მისი ჩამოყალიბება;

მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. ვერ იცავს დროის ლიმიტს;
საპრეზენტაციო  თემას წარმოადგენს გეგმის მიხედვით;

იყენებს არა ვერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
იცავს დროის ლიმიტს;
   პრეზენტაციას წარმოადგენს საინტერესოდ,
 მსჯელობა ლოგიკურია და თანმიმდევრული,
 წარმატებით იყენებს არა ვერბალურ (ხმის ინტონაცია,
ჟესტიკულაცია
,მიმიკა)საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად. იცავს დროის ლიმიტს




                                                                   გაკვეთილის გეგმა 2

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი    მზია  ვაშალომიძე  
საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი: II, VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  8
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:                „ მისი ბრწყინვალება ლუარსაბი...“   პერსონაჟის პორტრეტი
                 ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“  მე-2 თავი  (პირველი ნაწილი ვიდრე  „ დარეჯანი კი არ იყო ეგრე ზანტი“)

გაკვეთილის მიზანი: ილია ჭაჭავაძის „კაცია ადამიანი?!“-ს მე-2 თავის მიხედვით მოსწავლეები:
·         წაიკითხავენ და გაანალიზებენ ტექსტს გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე;
·         ამოიცნობენ და ანმარტავენ პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს.
·         იმსჯელებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს პერსონაჟის პორტრეტის აღწერას ნაწარმოების იდეის გააზრებისთვის ;
·         ახსნიან მწერლის მიერ გამოყენებული მხატვრული ხერხების მნიშვნელობას .

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები . გაკვეთილის თემისა და მიზნების წარდგენა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით, მოსწავლეთა ჩართულობითა და ინტერაქციით ,  გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით აწვდის მათ გაკვეთილის თემას ,  მიზანს, ინფორმაციას იმ მეთოდებისა და ხერხების შესახებ, რომლის გამოყენებასაც გეგმავს გაკვეთილზე;
აცნობს შეფასების რუბრიკას ;
 გამოთქვამს ვარაუდს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების შესახებ;
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
პროექტორი ,ეკრანი,ლეპტოპი,
ფლიფჩარტის ფურცელი, მარკერი.
3
2
აქტივობა 2 . წინარე ცოდნა
 მოსწავლეები უკვე გაეცნენ ნაწარმოების პირველ თავს, იციან აღწერითი ტიპის ტექსტის   დანიშნულება.   წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვებს: (პარალელურად მასწავლებელი საშინაო დავალებიდან აკითხებს მოსწავლეებს ეპიზოდებს)
·         რა ფუნქციას ანიჭებს მწერალი თათქარიძის ეზო კარ- მიდამოს აღწერას?(შენთვის რა მნიშვნელობა აქვს შენი ეზო კარის მოწყობას? წამიკითხე მსგავსი ჩანაწერი დავალებიდან)
·         რასთან არის შედარებული ლუარსაბის ეზო?
·         დიასახლისის ხასიათის რომელ თვისებებზე მიუთითებს თავადის ოთახის მდგომარეობა?( თქვენი ოთახები რით განსხვავდება ლუარსაბისა და დარეჯანის ოთახისგან? რა როლი აქვს დედას ამ თვალსაზრისით, შენ?)
კითხვებზე გაცემული პასუხებით და მოსწავლეების მიერ საშინაო დავალების ამონარიდებზე  და მათ მიერ შესრულებულ ილუსტრაციებზე დაყრდნობით  მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას-
 რა იყო ლუარსაბის სახლ-კარის უბადრუკობის მიზეზი.

გონებრივი იერიში

მთელი კლასი
სახელმძღვანელო,
მოსწავლეთა მიერ შესრულებული ილუსტრაციები
6 წთ
3
აქტივობა 3  გარემოს აღწერიდან პორტრეტამდე
მასწავლებელს გაკვეთილი მიჰყავს ისე ,რომ გარემოს აღწერიდან გადავიდეს პერსონაჟის აღწერაზე. მოსწავლეებს შეახსენებს ,რომ ისინი სახვით ხელოვნებაში უკვე გაეცნენ პორტრეტს ,როგორც ერთ- ერთ ძირითად ჟანრს.
პორტრეტი ასევე  გვხვდება ლიტერატურაშიც. იგი ფრანგული სიტყვაა  portrait<portraire და ნიშნავს- გამოსახვა (მოძველებული) — რეალურად არსებული პიროვნების (ან გამოგონილი ლიტერატურული გმირის), ადამიანთა ჯგუფის გამოსახვა ან აღწერა  პორტრეტი პერსონაჟის  სულიერი არსის სწორად გახსნის, ინდივიდუალობის, ტიპური ნიშნების წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა პერსონაჟის გარეგნობის აღწერა ნიშანდობლივია, რადგან გარეგნული თვისებები ხელს უწყობს გამოამჟღავნოს მისი შინაგანი ბუნება და ხასიათი;
  მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგ აქტივობას

მინი ლექცია
მთელი კლასი
პროექტორი,ლეპტოპი,
ეკრანი
3
4
აქტივობა 4  სლაიდების ჩვენება  პორტრეტი...
მასწავლებელი კლასს 2 სხვადასხვა პორტრეტს უჩვენებს, რომელთაგან ერთი რეალური პიროვნებაა  ,მეორე კი წარმოსახული პიროვნება  და სთხოვს კლასს იმსჯელონ თითოეული სურათის შესახებ. მათი აზრით, ვინ და როგორი შეიძლება იყვნენ ეს პიროვნებები? როგორ შთაბეჭდილება გვრჩება მათზე მათი გამომეტყველებიდან გამომდინარე?- რა ემოციაა ასახული მათ სახეზე?
 მოსწავლეები იმსჯელებენ ,ეცდებიან ამოიცნონ სურათზე გამოსახული ადამიანების შინაგანი სამყარო.
აქტივობის ბოლოს მასწავლებელი მათ ინფორმირების მიზნით აცნობს, რომ სურათზე გამოსახული მამაკაცი მათი სოფლის მკვიდრი გენიალური მხატვარი შალვა ქიქოძეა, ხოლო ქალი მხატვრის მიერ დანახული გურული ქალი.
ახალ მასალაზე გადასასვლელად მასწავლებელი კიდევ ერთხელ შეახსენებს  მოსწავლეებს, რომ აღწერა მეტყველების ერთ-ერთი ფორმაა, წინა გაკვეთილზე ისინი გაეცნენ თათქარიძის კარ-მიდამოს ამჟამად კი პერსონაჟის დახასიათება უნდა შეძლონ მისი გარეგნობის აღწერით, რასაც ემსახურებოდა სწორედ ეს აქტივობაც
დავინახოთ პერსონაჟი

მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანი,ლეპტოპი . შერჩეული პორტრეტები
5
5.
აქტივობა5 გავიცნოთ ლუარსაბი .მასწავლებელი პროექტორით უშვებს სლაიდებს, რომლებზეც ლუარსაბის სხვადასხვა პორტრეტია გამოსახული .გახმოვანებულია აუდიო წიგნით.
როგორია პერსონაჟი
ვიდეომასალის ჩვენება
მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანი,ლეპტოპი აუდიოწიგნი
2წთ
6
აქტივობა 6.ტექსტის  კითხვა
მოსწავლეები ამჯერად კითხულობენ  მოთხრობის მე-2 თავის მე-2და მე9-
10 აბზაცებს , მონიშნავენ წიგნში იმ სიტყვებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟის გარეგნობის აღწერისას და ამოიწერენ.
მარკირებული კითხვა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,ფანქარი,კალამი,რვეული
7
7.
აქტივობა . 7.პერსონაჟის პორტრეტის შექმნა
           მონაწილეობს მთელი კლასი. მოსწავლები ახასიათებენ ლუარსაბს (საკუთარი ან ავტორის ) სიტყვით ან ფრაზით, რომლებიც იწერება დაფაზე და იქმნება პერსონაჟის სრული პორტრეტი. 
  მასწავლებელი გამოფენს ლუარსაბის პორტრეტის ილუსტრაციას , კლასს სთხოვს დააკვირდნენ ილუსტრაციას და მათ მიერ დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს ორივე პორტრეტია ერთი ილუსტრირებული მეორე სიტყვიერი
    და სვამს კითხვებს:
·         სიტყვიერი პორტრეტის დასახატად მეტყველების რომელი ნაწილი გამოიყენება?     
·         გავიხსენოთ რა ფუნქცია აქვს ზედსართავ სახელს?
როგორია პერონაჟი
მთელი კლასი
დაფა,ცარცი,
ილუსტრაცია
3 წთ
8.
აქტივობა 8.   ზედსართავი სახელის  დანიშნულება პერსონაჟის აღწერისას
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიფჩარტის ფურცელს , სადაც ჩამოწერილია ლუარსაბის სხეულის ამსახველი არსებითი სახელები და ის ზედსართავი სახელები ,რომლებიც  ავტორმა ლუარსაბის პორტრეტის დასახატად გამოიყენა,   მოსწავლეებს  სურვილის მიხედვით იძახებს დაფასთან და სთხოვს მარკერით შეაერთოს ზედსართავი სახელი შესაბამის არსებით სახელთან.
კითხვა:
·         აღნიშნული ზედსართავი სახელები არსებით სახელს ნიშნის მიხედვით ახასიათებს თუ თვისების?

სიტყვიერი პორტრეტი შექმნილია
·         მეტყველების ნაწილების კლასიფიკაცია წინადადებაში  მათი ფუნქციის მიხედვით;

ინდივიდუალურად
ფლიფჩარტის ფურცელი,მარკერი,დაფა, პროექტორი,ეკრანი,ლეპტოპი
4
9.
აქტივობა  9 კოგნიტური სქემა
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სქემას -პერსონჟის რუკა მოსწავლეებს აძლევს შევსების ინსტრუქციას
დაფაზე ფლიფჩარტის ფორმატზე გაკრულია იგივე სქემა მასწავლებელი იძახებს ერთ მოსწავლეს ,რომელიც ავსებს სქემას კლასის მიერ შესრულებული დავალებების მიხედვით.
შევსებული რუკის მიხედვით იქმნება გარკვეული წარმოდგენა პერსონაჟის შესახებ
კოგნიტური სქემები
წყვილები
ინდივიდუალურად
კოგნიტური სქემა
ფლიფჩატის ფურცელი,მარკერი, დაფა

6
10
აქტივობა 10. საშინაო დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ერთ სავალდებულო და ორ არჩევით დავალებას . (უნდა დაწერონ ერთი რომელსაც აირჩევენ)
·         აღწერეთ ლუარსაბ თათქარიძის გარეგნობა თქვენი სიტყვებით(სავალდებულო)
·         აღწერეთ თქვენი საუკეთესო მეგობრის პორტრეტი
·         მისწერეთ წერილი ლუარსაბს ესაუბრეთ მისი ქმედების, ფიქრებისა და საქციელის შესახებ.
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს ,რომ დაწვრილებით ინსტრუქცია დავალების შესახებ მიაწვდის ჯგუფში სოციალური ქსელის მეშვეობით.
ინსტრუქტაჟი
მთელიკლასი
დაფა,ცარცი,
სოციალური ქსელი
3
11
აქტივობა 11 . შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
იხ.შეფასების რუბრიკა
შეფასების მეთოდები
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
3 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ . VII.7.   მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
                         გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ
ქართ  VII.9    იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს;
                     მოსწავლე აანალიზებს ტექსტს სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლის მიხედვით;

               მოსწავლეები
კითხულობენ და აანალიზებენ ტექსტს გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე;
შეუძლიათ ამოიცნონ და განმარტონ პერსონაჟის სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხი(პორტრეტი ,ავტორისეული დახასიათება);
ამოიცნობენ მხატვრულ სახეებს (შედარება,მეტაფორა);
ამოიცნობენ ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციების მნიშვნელობას პორტრეტის შექმნისას (ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის ურთიერთმიმართებით)






შეფასების რუბრიკა
                                               ტექსტის გააზრება- გაანალიზება 


კრიტერიუმი
დაბალი
1–2
საშუალოზე დაბალი
3–4
საშუალო
5–6
საშუალოზე მაღალი
7–8
მაღლი
9–10
მხატვრული ტექსტის სხვადასხვა მიზნით წაკითხვა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
მოსწავლე ვერ კითხულობს ტექსტს სხვადასხვა მიზნით;
 მოსწავლე ვერ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
მოსწავლეს უჭირს  ტექსტის სხვადასხვა მიზნით წაკითხვა;

 მოსწავლეს უჭირს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
მოსწავლე  კითხულობს ტექსტს სხვადასხვა მიზნით მაგრამ უშვებს შეცდომებს;
 მოსწავლე  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მასწავლებლის  დახმარებით;
მოსწავლე  კითხულობს ტექსტს სხვადასხვა მიზნით;
 მოსწავლე  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
მოსწავლე   გააზრებით
კითხულობს ტექსტს სხვადასხვა მიზნით;
 მოსწავლე  ლოგიკურად და არგუმენტირებულად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
მსჯელობაში
მონაწილეობა,
სათქმელის ლოგიკურად და ნათლად გადმოცემა
არ მონაწილეობს სასკოლო მსჯელობაში;
ვერ აყალიბებს აზრს და ვერ გადმოსცემს სათმელს
იშვიათად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში;
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა;
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში;
საკითხს გადმოსცემს გასაგებად,თუმცა ხარვეზებით
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში;
სათქმელს გადმოსცემს ნათლად,საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას;
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
პერსონაჟის პორტრეტის
შექმნის ხერხებზე დაკვირვება და მსჯელობა
მოსწავლე ვერ ახერხებს დაახასიათოს პერსონაჟი მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;

ვერ პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟის თვისებებსა და ქცევებს შორის;

მოსწავლეს უჭირს დაახასიათოს პერსონაჟი მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;

უჭირს იპოვოს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟის  თვისებებსა და ქცევებს შორის;

მოსწავლეს მეტ-ნაკლებად ახერხებს დაახასიათოს პერსონაჟი მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;

იშვიათად პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟის თვისებებსა და ქცევებს შორის;

მოსწავლე ახერხებს დაახასიათოს პერსონაჟი მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;

 პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟის თვისებებსა და ქცევებს შორის;

მოსწავლე ზედმიწევნით ახერხებს დაახასიათოს პერსონაჟი მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;

 ყოველთვის პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟის  თვისებებსა და ქცევებს შორის;

ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციების გამოყენება პორტრეტის შესაქმნელად
მოსწავლე ვერ ამოიცნობს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციების მნიშვნელობას პორტრეტის შექმნისას;
ვერ ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და ვერ განმარტავს მათს ფუნქციას ტექსტში;

მოსწავლეს უჭირს  ამოიცნოს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციების მნიშვნელობა პორტრეტის შექმნისას;
უჭირს ამოიცნოს მხატვრულ სახეები (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა) და უჭირს განმარტოს მათი ფუნქცია ტექსტში;

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციების მნიშვნელობა პორტრეტის შექმნისას;
მეტნაკლებად
ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და განმარტავს მათს ფუნქციას ტექსტში;
მოსწავლე გაიაზრებს ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციების მნიშვნელობას პორტრეტის შექმნისას;
ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და განმარტავს მათს ფუნქციას ტექსტში;
მოსწავლე სრულყოფილად გაიაზრებს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციების მნიშვნელობას პორტრეტის შექმნისას;
ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და  განმარტავს მათს ფუნქციას ტექსტში;



                 



გაკვეთილის გეგმა № 3

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი    მზია  ვაშალომიძე  
საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური II, VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  8
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:        ლუარსაბი და დარეჯანი      პერსონაჟების შედარებითი დახასიათება
                 ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“  მე-2 თავი   

გაკვეთილის მიზანი:  ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“-ს მეორე თავის შესწავლის პროცესში მოსწავლეები
·         შეისწავლიან პორტრეტის განსხვავებულ ვერსიას - ფსიქოლოგიურს.
·         დააკვირდებიან და ამოიცნობენ პერსონაჟების შესახებ ტექსტში მოცემულ ყველა მახასიათებელს,
 შეადარებენ ერთმანეთს პერსონაჟებს , მოიძიებენ მსგავსება- განსხვავების  ამსახველ დეტალებს;
·         სხვადასხვა რესურსებით შექმნიან ლუარსაბისა და დარეჯანის პორტრეტებს.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის თემისა და მიზნების წარდგენა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით, მოსწავლეთა ჩართულობით და ინტერაქციით ,  გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით აწვდის მათ გაკვეთილის თემას ,  მიზანს, ინფორმაციას იმ მეთოდებისა და ხერხების შესახებ, რომლის გამოყენებასაც გეგმავს გაკვეთილზე;
აცნობს შეფასების რუბრიკას ;
 გამოთქვამს ვარაუდს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების შესახებ;
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ფლიფჩარტის ფურცელი ,დაფა, პროექტორი, ლეპტოპი
2
2
აქტივობა 2 . წინარე ცოდნა
მოსწავლეები ნაწილობრივ უკვე იცნობენ ტექსტს. შეუძლიათ გაანალიზონ აღწერითი ტიპის ტექსტი,  შექმნან პორტრეტი.
  წინარე ცოდნის გააქტიურების  მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას:
·        ლუარსაბის პორტრეტის რომელ შტრიხს მიიჩნევთ განსაკუთრებულად შთამბეჭდავად?


კითხვა პასუხი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი
2
3
აქტივობა 3  გავიცნოთ დარეჯანი მასწავლებელი წერს დაფაზე „ კნეინა დარეჯანი სწორედ თავისი ქმრის მეორე გვერდი გახლდათ“  და სვამს კითხვას:
·         როგორ განმარტავთ,  რას გულისხმობს ილია, როცა დარეჯანს ლუარსაბის მეორე გვერდს უწოდებს?
·         დავაზუსტოთ განმარტება- ახალი ფრაზის განმარტებით „ ერთ სულ და ერთ ხორც“
მწერალი ლუარსაბის გარეგნული პორტრეტს უფრო მეტად აღწერს ვიდრე დარეჯანისას. ამასაც აქვს თავის ახსნა ,რადგან მწერალი ლუარსაბისა და დარეჯანის დასახასიათებლად ერთ საერთო შტრიხს იყენებს
·         რა არის ეს საერთო შტრიხი?

როგორია პერსონაჟი

მთელი კლასი
დაფა ,ცარცი,
3
4
აქტივობა 4. ფსიქოლოგიური პორტრეტი
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ,რომ გარდა გარეგნული აღწერისა, არსებობს პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტი. ფაქტია, რომ პორტრეტი ეფუძნება ადამიანის გარეგნობის გადმოცემას;
მაგრამ  ისიც ფაქტია, რომ ავტორი ხშირად, სწორედ, ამ გარეგნობის გადმოცემით გამოხატავს
ადამიანის შინაგან სამყაროს;
ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად გარეგნული ნიშნების გარდა, საჭიროა არა მარტო დეტალი ტექსტიდან ,არამედ სხვადასხვა სიუჟეტი ,რომლებშიც კარგად ჩანს პერსონაჟის მოქმედება, ემოცია, საუბრის მანერა, ავტორის დამოკიდებულება და სხვა;



მინი ლექცია
მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანი, ლეპტოპი
2
5
აქტივობა 5. ტექსტის მარკირებული კითხვა
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, რომ ბოლომდე ჩაიკითხონ მეორე თავი და  მოინიშნონ ის ადგილები, რომლებიც დაეხმარება მათ  ლუარსაბისა და დარეჯანის ხასიათის, მათი ქცევების ადეკვატურობის, მათ ,როგორც პიროვნებების, დასანახად.
მარკირებული კითხვა
ინდივიდუალურად, მთელი კლასი
სახელმძღვანელო
5
6.
აქტივობა . 6 ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მსჯელობის გასაგრძელებლად სვამს კითხვებს:
·         რა საერთო საზრუნავი აქვთ ლუარსაბს და დარეჯანს?
·         გაიხსენეთ რატომ ეჯავრებოდა ლუარსაბს სტუმარი?



კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2
7
აქტივობა7 ემოციური კომენტარი
 კითხვა : ავტორი  დარეჯანის შესახებ ამბობს „დარეჯანი კი არ იყო ეგრე ზანტი“ რაზე  მიგვანიშნებს დარეჯანის აქტიურობა ?
 აჩვენებს ეპიზოდს სიკო და ქეთი დოლიძის ფილმიდან  „ დარეჯანი აწიოკებს გლეხებს.
კადრის ნახვის შემდეგ  მოსწავლეთა ემოციური  კომენტარი.
ახსენით განსხვავდებიან თუ არა ერთმანეთისგან ლუარსაბი და დარეჯანი?
ემოციური კომენტარი

ეპიზოდის ჩვენება ფილმიდან



მთელი კლასი
პროექტოტი,კომპიუტერი,ეპიზოდი ფილმიდან
https://www.youtube.com/watch?v=peajO4iik4E&t=1403s
4 წთ
8
აქტივობა 8.  მასწავლებელი მოსწავლეებს  უკვე შესწავლილ წერილიდან  („სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე“ )სვამს კითხვებს:
·         ილიასათვის სწავლა-განათლება გონების თვალის ახელაა - ლუარსაბისთვის ?
·         როგორია ლუარსაბის  შეხედულება ძველი დროის ადამიანზე?
·         რაზე აკეთებს ხაზგასმას ავტორი, როცა ლუარსაბი ძველ დროზე საუბრობს?
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს: ახლა კი ცოტა გავხალისდეთ. გამოამჟღავნეთ თქვენი უნარები  და შექმენით  ლუარსაბსა და დარეჯანს მიმსგავსებულითოჯინები



წინარე ცოდნის გააქტიურება ახალ მასალასთან კავშირში
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
4 წთ
9
აქტივობა 9. მასწავლებელი  პირველ მეორეზე გათვლით კლასს ყოფს ორ ჯგუფად.
  მაგიდაზე დალაგებულია სხვადასხვა მასალა, მასწავლებელი  ჯგუფებს  სთხოვს არსებული მასალის  გამოყენებით შექმნან ლუარსაბის და დარეჯანის ფიგურები.
სანამ მოსწავლეები დავალებას ასრულებენ ,მასწავლებელი დაფაზე აკრავს პერსონაჟის შედარებითი დახასიათების სქემას

მოსწავლეები გამოფენენ  დავალებას . მასწავლებელი ათვალიერებს, მადლობას უხდის და  სთხოვს ,მათ მიერ შექმნილი პორტრეტებიდან დაფასთან გადაინაცვლონ სქემის შესავსებად , მთავარსა და ძირითადზე აქცენტის გადატანით შეავსონ პერსონაჟის შედარებითი დახასიათების სქემა.
 ერთი ჯგუფი იმუშავებს მსგავსების დაფიქსირებაზე- მეორე განსხვავების
შეაჯამებენ თემას
დიორამა
კოგნიტურ სქემებზე მუშაობა
ჯგუფები
 ფლიფჩატის ფურცლებს, მარკერებს, დაფას, ფლომასტერებს, წებოს , ფერად ქაღალდებს  მუყაოს, საძერწ თიხას და სხვა
17 წთ
10
აქტივობა 10. საშინაო დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს, რომ მომდევნო გაკვეთილი ლუარსაბისა და მისი ყმების ურთიერთობას ეხება, შეისწავლიან ნაწარმოების მესამე თავს, თხოვს ,რომ  წინსწრებით  წაიკითხონ ტექსტი, რადგან მომდევნო დღეს ამ თავის როლური კითხვა იგეგმება გაკვეთილზე, ეცადონ გაითავისონ და მოირგონ ავტორის, ლუარსაბისა და მოურავი დათოს როლები.
ინსტრუქცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2
11
აქტივობა 11 .  მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს ჩატარებულ აქტივობებს,ა ფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებით
განმავითარებელი/განმსაზღვრელი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები
2




                                             გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ქართ. VII. 7. პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
·         ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
·         აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ;
·         განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს;

მოსწავლეები :
 
·         იციან პორტრეტის განსხვავებულ ვერსია - ფსიქოლოგიური.
·         აკვირდებიან და ამოიცნობენ პერსონაჟების შესახებ ტექსტში მოცემულ ყველა მახასიათებელს,
 ადარებენ ერთმანეთს პერსონაჟებს , მოიძიებენ მსგავსება- განსხვავების  ამსახველ დეტალებს;
·         სხვადასხვა რესურსების გამოყენებით  შეუძლიათ შექმნან პერსონაჟების პორტრეტები.

წაკითხულის გაგება-გააზრების  შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი
1–2
საშუალოზე დაბალი
3-4
საშუალო
5–6
საშუალოზე მაღალი
7–8
მაღალი
9–10
ტექსტის გააზრება, საჭირო ინფორმაციის ამოკრება და დასკვნების გამოტანა
არ შეუძლია ტექსტის გააზრება, ვერ ამოკრებს საჭირო ინფორმაციას;

 ვერ გამოაქვს დასკვნები;

ცდილობს მაგრამ უჭირს ტექსტის გააზრება,
უჭირს  საჭირო ინფორმაციის ამოკრება;

 უჭირს დასკვნების  გამოტანა;

მეტნაკლებად ახერხებს ტექსტის გააზრებას და საჭირო ინფორმაციის ამოკრებას;

მასწავლებლის დახმარებით
 გამოაქვს დასკვნები;
აანალიზებს ტექტს, ამოკრებს საჭირო ინფორმაციას, აკეთებს დასკვნებს
სიღრმისეულად წვდება ტექსტის აზრობრიბ-შინაარსობრივ მხარეს, ავლენს დამოუკიდებელ აზროვნებისა და ინტერპრეტაციის უნარს,;
გამოაქვს სიღრმისეული დასკვნები.
პერსონაჟის მეტყველებაზე, ქცევაზე, დამოკიდებულებებზე დაკვირვების შედეგად მისი დახასიათება
მოსწავლე ვერ ახერხებს პერსონაჟის მახასიათებლებზე დაკვირვებას;

არ შეუძლია იმსჯელოს პერსონაჟის თვისებებსა და ქცევაზე;
მოსწავლეს უჭირს პერსონაჟის მახასიათებლებზე დაკვირვება;

უჭირს  იმსჯელოს პერსონაჟის თვისებებსა და ქცევაზე;
მოსწავლე  ცდილობს პერსონაჟის  მახასიათებლებზე დაკვირვებას;
ცდილობს გამოთქვას საკუთარი აზრი პერსონაჟის თვისებებსა და ქცევაზე.
მოსწავლე ახერხებს პერსონაჟის მახასიათებლებზე დაკვირვებას;

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პერსონაჟის თვისებებსა და ქცევაზე;
მოსწავლე აკვირდება პერსონაჟის მეტყველებას, ქცევას, გამოაქვს ლოგიკური დასკვნები;

მოსწავლე არგუმენტირებულად, დამაჯერებლად  მსჯელობს პერსონაჟის თვისებებსა და ქცევაზე და ახასიათებს სიღრმისეულად
ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირება
ვერ ახდენს  ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
უწირს  ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირება;
ნაწილობრივ ახდენს ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
ახდენს ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
სრულად ახდენს ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;













გაკვეთილის გეგმა 4  

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი    მზია  ვაშალომიძე  

საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური  II, VII კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 8
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა:    ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“  თავი III   ბატონი და მოურავი -სიმულაცია ურთიერთობებში.

გაკვეთილის მიზანი:   ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია ადამიანი?!“-ს მესამე თავის შესწავლით მოსწავლეები:
·          იმსჯელებენ  ბატონისა და ყმის ტყუილსა და მოჩვენებითობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე ;
·         შეძლებენ  ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვების დასმას და სავარაუდო პასუხების გაცემას;
·         ენობრივ ერთეულებზე დაკვირვებით გამოიტანენ დასკვნას პერსონაჟის ცხოვრების წესის შესახებ;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა1.მასწავლებელი მისალმების შემდეგ კლასში აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და გაკვეთილს იწყებს:   ა)საგაკვეთილო მიზნის გაცნობით
ბ)ინფორმაციას აწვდის იმ მეთოდებისა და ხერხების შესახებ რომლის გამოყენებასაც გეგმავს გაკვეთილზე
გ)აცნობს შეფასების რუბრიკას
დ) გამოთქვამს ვარაუდს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების შესახებ;
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
პლაკატები გაკვეთილის მიზნით , მისაღწევი შედეგით და შეფასების რუბრიკით.
კომპიუტერი, პროექტორი
3
2
აქტივობა 2 წინარე ცოდნის გააქტიურება.
მოსწავლეებმა უკვე შეისწავლეს მოთხრობის პირველი და მეორე თავები.
იმის გასარკვევად, რამდენად სწორად აქვს მოსწავლეებს გააზრებული წინა გაკვეთილის მასალა, მასწავლებელი სვამს კითხვას:
·         გავიხსენოთ ავტორის სიტყვები :“ ლუარსაბსა და დარეჯანს ფერი ერთი ჰქონდათ, ზნე კი არა“, როგორ გესმით ?
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეახსენონ: რაში გამოიხატება დარეჯანის საქმიანი აქტივობა?

გონებრივი იერიში
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, ტექსტი
4
3
აქტივობა 3. ახალი მასალის შესწავლაზე გადასვლა. ტექსტის როლური კითხვა
ახალ მასალაზე გადასასვლელად მასწავლებელი კიდევ ერთხელ სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ როგორია ბატონების ,ამ შემთხვევაში ლუარსაბისა და დარეჯანის გლეხებთან დამოკიდებულება?
ჩვენი დღევანდელი გაკვეთილიც და ასახსნელი ახალი თავიც  თემას - ბატონისა და ყმის ურთიერთობას ეხება
მასწავლებელი სამ მოსწავლეს (სურვილის მიხედვით)სთხოვს გაინაწილონ როლები: ავტორი, ლუარსაბი და მოურავი დათო. რამდენადაც შეძლებენ შესაფერისი ინტონაციით წაიკითხონ  ტექსტი. მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს ტექსტის როლურად დანაწილებულ ამობეჭდილ ვერსიას. წაკითხვის შემდეგ ,მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს გათავისებული როლებისთვის და  კლასს მიმართავს:
თუ ავტორს , ლუარსაბს, და „ჩვენს მსახიობებს“ მოვუსმენთ  ლუარსაბი გვევლინება, როგორც მამულ-დედულზე მზრუნველ თავადად. ავტორი ამბობს ,რომ სწორედ მზრუნველობა აიძულებდა ლუარსაბს წამომდგარიყო.
·         კითხვა: მართლა ასეთი მზრუნველია ლუარსაბი?

·         მამულზე ზრუნვის საბაბით  გარეთ გასვლას ვნახეთ რა დიალოგიც მოჰყვა დათოსთან. რა წარმოადგენს ლუარსაბის უმთავრესი ინტერესის საგანს?
 ლუარსაბი აქებს  დათოს, გვრჩება შთაბეჭდილება რომ ბატონი დარეჯანისგან განსხვავებით გულმოწყალეა. რეალობის აღსაქმელად ...


როლური თამაში
სამი მოსწავლე
სახელმძღვანელო,
8
5
აქტივობა 6.ის, რაც სახელმძღვანელოში არ არის...
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობსმცირე ამონარიდს იმავე  მე-3 თავიდან ,რომელიც სახელმძღვანელოში შეტანილი არ არის, მაგრამ აუცილებლად მიაჩნია გაკვეთილის თემის უკეთ გააზრებისთვის.
პროექტორით აჩვენებს ტექსტს და ხმამაღლა აკითხებს ერთ მოსწავლეს.

ხმამაღალი კითხვა









მთელი კლასი
პროექტორი ეკრანი კომპიუტერი.












3
6
აქტივობა .6 ტექსტის ზმნურ ფორმებზე დაკვირვება.
მასწავლებელი მოსწავლეებს ყურადღებას ამახვილებინებს ტექსტში გამოყენებულ ზმნურ ფორმებზე “გადასძახებდა“, „გაიფიქრებდა“,“მოიფხანდა“ „გაიღიმებდა“, „ჰკითხავდა“, ნაცვლად “ გადასძახა“,“ჰკითხა“ და ა.შ.
კითხვა:რაზე მიგვანიშნებს ავტორი ამგვარი ზმნური ფორმებით?
ენობრივ ფორმებზე დაკვირვება
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3
7
აქტივობა  7. ლუარსაბი სიმულაციების სამყაროში
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ცრუ აქტიურობისა და კვეხნის , მოჩვენებითობისა და სიმულაციისსლუარსაბის ცხოვრების წესად გადაქცევის  შესახებ. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ,რომსიმულაცია. მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა. შეცდომაში შეყვანის მიზნით, მოჩვენებითი, ცრუ მტკიცება ან რაიმეს ყალბი გამოხატვა.
მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას მიაპყრობს კიდევ ერთ „დამატებით „ეპიზოდზე მოთხრობიდან როგორ ცდილობს ლუარსაბი დაარწმუნოს გლეხობა ბატონყმობის აუცილებლობასა და საჭიროებაზე . აჩვენებს ეპიზოდს ფილმიდან
მოსწავლეები აკეთებენ კომენტარს ნანახის შესახებ

მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ფრაზას პირველი თავიდან „ყმა - რომელსაც ჯოგში დიდი განსხვავება არ აქვს“
კითხვა: თქვენი აზრით, როგორ გვიხასიათებს ილია დაბალ საზოგადოებრივ ფენას, როგორი შეხედულებისაა იგი მათზე?


მინი ლექცია
ვიდეო მასალის ჩვენება

ემოციური კომენტარი
მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანი, ლეპტოპი
9
8
აქტივობა 9. სქემა ხუთწუთიანი წერა ინტერვიუ პერსონაჟთან
მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევით კლასს ყოფს ორ ჯგუფად
ერთი ჯგუფი ატარებს ინტერვიუს ლუარსაბთან, მეორე მოურავ დათოსთან,
მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას, როგორ უნდა იმუშაონ სქემაზე (მოსწავლეებმა უნდა დასვან ორი ფაქტობრივი შეკითხვა ,რომელიც ტექსტის  ინფორმაციით დასტურდება, ორიც სააზროვნო შეკითხვა, პასუხი უნდა გასცენ ერთ სააზროვნო შეკითხვას ) ჯგუფის წევრები თავდაპირველად მუშაობენ  ინდივიდუალურად, შემდეგ ერთმანეთში შეაჯერებენ აზრს და გადაიტანენ შეჯერებულ კითხვებს და პასუხს ფლიფჩარტის ფორმატზე


ხუთწუთიანი წერა
ინტერვიუ პერსონაჟთან
 ჯგუფები,
ინდივიდუალურად
 ფლიფჩარტის ფურცელები მარკერი, დაფა.
7







9
აქტივობა 9.თემის შეჯამება

ჯგუფები მორიგეობით აცნობენ ერთმანეთს,  რატომ დასვეს ეს შეკითხვები და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ პასუხებზე
 და ისმენენ მეგობრების შეფასებას
  აკეთებენ  დასკვნებს





თემის შეჯამება
ჯგუფები
კოგნიტური სქემები.
ფლიფჩარტის ფურცლები. მარკერი
3
10
აქტივობა 10.  საშინაო დავალება
მასწავლებელი  მოსწავლეებს აძლევს შემდეგი სახის დავალებას:
„მე რომ...   „ 
·         მე რომ დათოს ადგილას ვყოფილიყავი
·         მე რომ ავტორის ადგილას ვყოფილიყავი
·         მე რომ შეცვლა შემეძლოს...
და გააგრძელონ თხრობა, როგორ მოიქცეოდნენ და რა ცვლილებას შეიტანდნენ ნაწარმოებში

მოსწავლეებს მიმართავს ,რომ დავალების დაწვრილებით ინსტრუქციას გადაუგზავნის თითოეულ მათგანს ჯგუფში სოციალური ქსელის მეშვეობით. 




ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
დაფა, ცარცი. სოციალური ქსელი
2
11
აქტივობა 11.   შეფასება
მასწავლებელი კლასის მონაწილეობით აფასებს გაკვეთილის მიმდინარეობას.
 იძლევა განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას შეთავაზებული რუბრიკის მიხედვით
 




განმსაზღვრელი
განმავითარებელი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
3

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:



ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.                                
ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და  აუდიტორიასთან.                        
ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

   მოსწავლეებს:
·         შეუძლიათ იმსჯელონ  ბატონისა და ყმის ტყუილსა და მოჩვენებითობაზე დაფუძნებულ ურთიერთობის შესახებ ;
·         შეუძლიათ მსჯელობა იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული პროზაული ტექსტის ფრაგმენტები ;
·         შეუძლიათ  ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვების დასმა და სავარაუდო პასუხების გაცემა;
·         შეუძლიათ ენობრივ(ზმნურ) ფორმებზე  დაკვირვებით გამოიტანონ დასკვნები  პერსონაჟის ცხოვრების წესის შესახებ;





                   
შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმი
დაბალი
1–2
საშუალოზე დაბალი
3–4
საშუალო
5–6
საშუალოზე მაღალი
7–8
მაღლი
9–10
მსჯელობისა და დასკვნების გამოტანა

მოსწავლე არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს;
ვერ ახერხებს გამართულად საუბარს, სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემას ;

 ვერ გამოაქვს დასკვნები;.
 მოსწავლეს უჭირს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესების დაცვა;
უჭირს გამართულად საუბარი.
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა;

უჭირს
დასკვნების გამოტანა.

მოსწავლე იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად;
მოსწავლეს
ნაწილობრივ გამოაქვს დასკვნები;

მოსწავლე გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად გამოაქვს დასკვნები.

მოსწავლე გამართულად მეტყველებს;
აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივგამომსახველობით საშუალებებს.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად, გამოაქვს ლოგიკური დასკვნები
ენობრივ (ზმნურ) ფორმებზე დაკვირვება  ტექსტის გააზრების მიზნით
მოსწავლე ვერ   ასხვავებს  სხვადასხვა ზმნურ ფორმას ერთმანეთისგან;
ვერ ახერხებს  ზმნური ფორმებზე დაკვირვებას  ტექსტის გააზრების მიზნით
მოსწავლეს უჭირს    გაასხვაოს  სხვადასხვა ზმნურ ფორმა ერთმანეთისგან;
ვერ ახერხებს  ზმნური ფორმებზე დაკვირვებას  ტექსტის გააზრების მიზნით
მოსწავლეს მეტნაკლებად    ასხვავებს სხვადასხვა ზმნურ ფორმას ერთმანეთისგან;
მეტნაკლებად ახერხებს  ზმნური ფორმებზე დაკვირვებას  ტექსტის გააზრების მიზნით
მოსწავლეს    ასხვავებს სხვადასხვა ზმნურ ფორმას ერთმანეთისგან;
 ახერხებს  ზმნური ფორმებზე დაკვირვებას  ტექსტის გააზრების მიზნით
მოსწავლეს  არგუმენტირებულად    ასხვავებს სხვადასხვა ზმნურ ფორმას ერთმანეთისგან;
კარგად ახერხებს  ზმნური ფორმებზე დაკვირვებას  ტექსტის ლოგიკურად გააზრების მიზნით
ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვების დასმა
მოსწავლე ვერ ახერხებს
ფაქტობრივი დასააზროვნო
შეკითხვების
ერთმანეთისგან
გარჩევა
.
ვერ ახერხებს როგორც
სააზროვნო, ისე
ფაქტობრივი
შეკითხვების დასმა.
მოსწავლეს უძნელდება
ფაქტობრივი დასააზროვნო
შეკითხვების
ერთმანეთისგან
გარჩევა.
მოსწავლეს უძნელდება როგორც
სააზროვნო, ისე
ფაქტობრივი
შეკითხვების დასმა.
მოსწავლე განარჩევს
ერთმანეთისგან
ფაქტობრივსა და
სააზროვნო შეკითხვებს,
ზოგჯერ უშვებს
შეცდომას.
ზოგჯერ სვამს
ფაქტობრივ
შეკითხვებს,
უძნელდება სააზროვნო
შეკითხვების დასმა.
მოსწავლე განარჩევს
ერთმანეთისგან
ფაქტობრივსა და
სააზროვნო
შეკითხვებს.
მოსწავლე სვამს
როგორც ფაქტობრივ,
ისე სააზროვნო
შეკითხვებს.
მოსწავლე ადვილად განარჩევს
ერთმანეთისგან
ფაქტობრივსა და
სააზროვნო
შეკითხვებს.
მოსწავლე
ადვილად სვამს
როგორც ფაქტობრივ,
ისე სააზროვნო
შეკითხვებს.

                                                     გაკვეთილის გეგმა 5

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი  მზია  ვაშალომიძე   33001017788

საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური / კლასი:II, VII კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 8
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა:ცხოვრება ჭამისთვის თუ ჭამა ცხოვრებისთვის“-რა ქნა და რა არ ქნა ლუარსაბმა
ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“  მე-5 თავი

გაკვეთილის მიზანი:ილია ჭავჭავაძის  „კაცია-ადამიანი?!“ -ის მეხუთე თავის შესწავლით მოსწავლეები:
·         გაანალიზებენ ტექსტს კრიტიკულ-ანალიტიკური წაკითხვის მეთოდით ;
·         გაანალიზებენ პრობლემას და იმსჯელებენადამიანის დანიშნულების ილიასეულ ხედვაზე ,გამოიტანენ დასკვნებს;
·         ამოიცნობენ ავტორის სათქმელს და გაიაზრებენ ნაწარმოების  იდეას;
·         მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში  ;







N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები და გაკვეთილისთემისადამიზნებისწარდგენა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით, მოსწავლეთა ჩართულობით და ინტერაქციით ,გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით აწვდის მათ გაკვეთილის თემას ,მიზანს, ინფორმაციას იმ მეთოდებისა და ხერხების შესახებ რომლის გამოყენებასაც გეგმავს გაკვეთილზე;
აცნობს შეფასების რუბრიკას ;
 გამოთქვამს ვარაუდს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების შესახებ;
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანი,ლეპტოპი, დაფა, ფლიფჩატის ფურცელი, მარკერი
2 წთ
2
აქტივობა 2.წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა უკვე იციან ნაწარმოების პირველი მეორე და მესამე თავები. შეუძლიათ იმსჯელონ თემებზე, რომლებზეც ავტორმა გააკეთა ხაზგასმა და განაზოგადონ კონკრეტული შემთხვევა/საკითხი .
   ახალ მასალაზე ლოგიკური გადასვლისთვის მასწავლებელი  განვლილი მასალის გაანალიზების მიზნით მიმართავს კლასს:
  თვალი გაადევნეთ ლუარსაბის და დარეჯანის  ცხოვრების წესს და იმსჯელეთ -როგორ ცხოვრობდნენ ლუარსაბი და დარეჯანი, ჩამოთვალეთ და შეაფასეთ ის ადამიანური ნაკლოვანებები, რაც მათ შენიშნეთ;
მასწავლებელი მოსწავლეებს საშინაო დავალებიდან წააკითხებს ამონარიდებს. რითაც  უფრო ნათელი გახდება პერსონაჟებზე მათი შეხედულება.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3
3
აქტივობა 3.
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ  წინა გაკვეთილზე მათ დაევალათ წაეკითხათ ნაწარმოების მეხუთე თავი. ცოტა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდებიან ტექსტს . მანამ კი მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ეპიზოდს ფილმიდან „კაცია -ადამიანი?!“ (ჩიხირთმა და ბოზბაში)

ვიდეო მასალის ჩვენება
მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანი,კომპიუტერი
https://www.youtube.com/watch?v=peajO4iik4E&t=1403s
3 წთ
4
აქტივობა4.
კრიტიკულ-ანალიტიკური კითხვა
მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს მსახიობების  ბრწყინვალე შესრულებასა და ოსტატობაზე, მოსწავლეებს თხოვს გადაშალონ წიგნები და კვლავ მიუბრუნდნენ ტექსტს
ამჯერად კრიტიკულ ანალიტიკური მეთოდით წაიკითხონ
მოკლედ ესაუბრება მოსწავლეებს კითხვის ამ მეთოდის შესახებ.
კრიტიკული/ანალიტიკური კითხვა გულისხმობს წაკითხული ტექსტის თქვენეულ შეფასებას ობიექტურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით. კითხვის დაწყებამდე აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენი კონკრეტული მიზნები. კონკრეტული მოტივაციიდან გამომდინარე, ტექსტი შეიძლება წავიკითხოთ სხვადასხვა დანიშნულებით: ვეცადოთ ტექსტში ღიად, ცხადად, ზედაპირზე მოცემული ინფორმაციისა და დაფარული, ქვეტექსტური ინფორმაციის გამოვლენა, განსაზღვრა, გამიჯვნა
 მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს რომ იმუშაონ წყვილებში , მონიშნონ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებიც გარკვეულწილად გაკვეთილის თემას  უკავშირდება. ხოლო ლექსიკური ერთეულის ბარათებზე ამოიწერონ ფრაზეოლოგიზმები და კომპოზიტები.
კითხვები მსჯელობისთვის:
რა არის ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრების მიზანი?

 წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი განიხილავს ლექსიკურ ბარათებს,მოსწავლეებს თხოვს კიდევ ერთხელ გაიხსენონ წინა გაკვეთილებზე განხილული საკითხები ,რომ საბოლოოდ შევაჯამოთ რასთან გვაქვს საქმე ლურსაბობის, იგივე თათქარიძეობის, როგორც ცნების განზოგადებით

კრიტიკულ ანალიტიკური კითხვა

მეთოდის გაცნობა

წყვილები
სახელმძღვანელო,ფანქარი , რვეული
10  წთ



































5
აქტივობა 5. ავტორისეული ჩართვების მნიშვნელობა
რაიცოდნენამათ, რომთავისისქცევით, თავისისცხოვრებითარისხებდნენღმერთსა, რომელსაცთავისისულიამათთვისშთაუბერია.
კითხვა დისკუსიისთვის:
რა დააშავა ლუარსაბმა ასეთი რომ ღმერთი განარისხა?

მცირე დისკუსია



3 წთ
6.
აქტივობა 6.ავტორი  ლუარსაბს
„მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით — რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია — ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?“
დავუბრუნდეთ გაკვეთილის თემას და ვიმსჯელოთ
რა ქნა და რა არ ქნა ლუარსაბმა?
 თემის გააზრებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს თავაზობსაქტივობას:“შეკითხვების ბანკი“
მასწავლებელი  კლასს ყოფს წყვილებად, ჩამოატარებს შეკითხვების ყუთს. თითოეული წყვილი ამოიღებს ერთ შეკითხვას. მსჯელობენ და განიხილავენ შეკითხვის არსს. და ერთი მეწყვილე პასუხს სცემს.
კითვები ბანკიდან:
·         თქვენი აზრით რისი დამტკიცება სურს ლუარსაბს აღნიშნულ ფრაგმენტში?
·         მოცემული ფრაგმენტის მიხედვით განმარტეთ, რა არის მწერლის მთავარი ბრალდება ლუარსაბისთვის?
·         გაიხსენეთ რით ჰგავს ლუარსაბუ ფარისეველს?
·         რას პასუხობს ლუარსაბი მთავარ ბრალდებაზე?


„შეკითხვების ბანკი“
წყვილები
ყუთი“შეკითხვების  ბანკი
სახელმძღვანელო.“
დაფა , ცარცი
6 წთ
7
აქტივობა 7.ილიას პოზიცია ადამიანის რაობაზე:
„კაცად მაშინ ხარ საქები
თუ ეს წესი წესად დარგე
 ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე
აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
ლუარსაბის შეხედულება ადამიანის რაობაზე
მიბრუნება შესწავლილ ეპიზოდთან
„კაცი ძირგავარდნილი ქვევრია“
პარალელი ჩიხირთმისა და ბოზბაშის ეპიზოდთან
დაბრუნება გაკვეთილის თემასთან
„ცხოვრება ჭამისთვის თუ ჭამა ცხოვრებისთვის“
როგორ ესმის ეს ლუარსაბს...
ილიას...(ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ - კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი.)



მსჯელობა /დისკუსია
მთელი კლასი
პროექტორი,ლეპტოპი.
https://www.youtube.com/watch?v=peajO4iik4E&t=1403s
5  წთ
8
აქტივობა 8 . ლუარსაბი და მასლოუს პირამიდა
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მეორე თავის შესწავლისას ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პირის და პიროვნების მნიშვნელობას . ვიმსჯელეთ და გამოვიტანეთ დასკვნები და  ლუარსაბი და დარეჯანი პიროვნებებად  ვერ მივიჩნიეთ.
  ახლა მინდა ერთი ერთითეორიის მიხედვით განვიხილოთ რა წარმოადგენს ძირითადად ადამიანის ქცევის ფაქტორს და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავასკვნათ  შეიძლება თუ არა ლუარსაბს ვუწოდოთ პიროვნება.
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიფჩატის ქაღალდს რომელზეც აბრაამ მასლოუს პირამიდაა გამოსახული.
მოკლედ ესაუბრება მასლოუს თეორიის შესახებ“მასლოუსმიაჩნდა, რომადამიანისპიროვნებათვითრეალიზაციისადაზრდისადმითანდაყოლილიმიდრეკილებისგამოხატულებასწარმოადგენს. მისიაზრით, თვითრეალიზაციისტენდენციაარამხოლოდადამიანურიუნარია, არამედადამიანურიმოთხოვნილებაც

მოსწავლეებს თხოვს  შესწავლილი ეპიზოდების მიხედვით კიდევ ერთხელ გადავავლოთ  თვალი ლუარსაბის ცხოვრებას და მასლოუსმოთხოვნილებათაიერარქიისსაფეხურებისმიხედვით მივაკუთვნოთ ადგილი.
თეორიის გაცნობა
და ნაწარმოებთან დაკავშირება
მთელი კლასი
ფლიფჩატის ფურცელი,
დაფა, მარკერი
მასლოუს პირამიდა
5 წთ
9
აქტივობა 9 საშინაო დავალება

ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
პროექტორი ,ეკრანი
სოციალური ქსელი
2
10
აქტივობა 10 შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
იხ. შეფასების რუბრიკა
განმავითარებელი განმსაზღვრელი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
2
11
აქტივობა 11. ილიას დამშვიდობება მკითხველთან
 კითხულობს ეროსი მანჯგალაძე
პარალელურად მოსწავლეები ავსებენ ეტრატს
გზავნილი საზოგადოებას
მოსწავლეების მოწოდება როგორი უნდათ რომ იყოს საზოგადოება რომელთანაც  უწევთ ცხოვრება.
ვიდეო მასალა
გზავნილი საზოგადოებას
მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანიhttps://www.youtube.com/watch?v=N4WFJ78pzdo&t=15s
ფლიფჩატის ქაღალდი, მარკერი ,დაფა, სამაგრი
  4 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VII. 4. მოსწავლესშეუძლიასაკლასოდისკუსიებშიმონაწილეობისმიღება.
ქართ. VII. 7. მოსწავლესშეუძლიასხვადასხვასახისმხატვრულიდაარამხატვრულიტექსტებისგააზრება-გაანალიზება, მათმიმართსაკუთარიდამოკიდებულებისგამოხატვადაახსნა. 
ქართ. VII. 9.მოსწავლესშეუძლიატექსტისგაანალიზებასტრუქტურულიდაენობრივიმახასიათებლებისმიხედვით.

 მოსწავლე:
·         ანალიზებს ტექსტს კრიტიკულ-ანალიტიკური წაკითხვის მეთოდით ;
·         ანალიზებენ პრობლემას და მსჯელობს ადამიანის დანიშნულების ილიასეულ ხედვაზე ,გამოაქვსდასკვნები;
·         ამოიცნობს ავტორის სათქმელს და გაიაზრებს ნაწარმოების  იდეას;
·         მონაწილეობს  დისკუსიაში  ;

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი
1-2
საშუალოზე დაბალი
     3-4
საშუალო
    5-6
საშუალოზე მაღალი
     7-8
მაღალი
9-10
ტექსტს კრიტიკულ-ანალიტიკური გააზრება

მოსწავლეს არ
შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციისლოგიკურად დახარისხება;

ვერ გამოკვეთს არსებითს,ვერ აანალიზებს წაკითხულს,არ შეუძლია დასკვნების გამოტანა;

მოსწავლეს  უჭირს ტექსტში მოცემული ინფორმაციის
ლოგიკურად დახარისხება;
 უჭირს გამოკვეთოს არსებითი,გაანალიზოს წაკითხული, გამოიტანოს დასკვნები;

მოსწავლეს  მეტნაკლებად
ახერხებს ტექსტში მოცემული ინფორმაციის
ლოგიკურად დახარისხებას;
 მეტნაკლებად გამოკვეთს არსებითს,აანალიზებს წაკითხულს, გამოაქვს დასკვნები

მოსწავლეს
შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციის
ლოგიკურად დახარისხება;

 გამოკვეთს არსებითს,აანალიზებს წაკითხულს, შეუძლია დასკვნების გამოტანა;

მოსწავლეს
შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციის
კრიტიკულად გააზრება და
ლოგიკურად დახარისხება;

 გამოკვეთს არსებითს აკავშირებს მას წინარე ცოდნასთან ,აანალიზებს წაკითხულს, შეუძლია , მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სინთეზი,დასკვნების გამოტანა;

პრობლემის გაანალიზება და დასკვნების გამოტანის უნარი

ვერ იაზრებს და აანალიზებს ნაწარმოებში/ მონაკვეთში  წარმოჩენილ  პრობლემას
ვერ გამოაქვს დასკვნები;

უჭირს გააზრება და გაანალიზება ნაწარმოებში/ მონაკვეთში წარმოჩენილი  პრობლემის;
უჭირს დასკვნების გამოტანა;

მეტნაკლებად ახერხებს
ნაწარმოებში/ მონაკვეთში წარმოჩენილი პრობლემის გააზრება-გაანალიზება;



მასწავლებლის დახმარებით
 გამოაქვს დასკვნები;

იაზრებს და აანალიზებს ნაწარმოებში/ მონაკვეთში  წარმოჩენილ  პრობლემას

გამოაქვს დასკვნები
ლოგიკურად იაზრებს და აანალიზებს ნაწარმოებში/ მონაკვეთში  წარმოჩენილ  პრობლემას;

გამოაქვს  არგუმენტირებული
დასკვნები.
ავტორის სათქმელის ამოცნობა,ნაწარმოების ძირითადი იდეის წარმოსაჩენად
მოსწავლე ვერ იაზრებს ავტორის ჩართვის მიზანს;
ვერ ახერხებს ავტორის სათქმელის ამოცნობას, ძირითადი იდეის წვდომას;
მოსწავლეს უჭირს ავტორის ჩართვის მიზნის გააზრება;

მოსწავლეს  უჭირს ავტორის სათქმელის ამოცნობა, ძირითადი იდეის წვდომა;
მოსწავლე მეტნაკლებად იაზრებს ავტორის ჩართვის მიზანს;

მეტნაკლებად ახერხებს ავტორის სათქმელის ამოცნობას, ძირითადი იდეის წვდომას;
მოსწავლე  იაზრებს ავტორის ჩართვის მიზანს;
 ახერხებს ავტორის სათქმელის ამოცნობას, ძირითადი იდეის წვდომას;
მოსწავლე  იაზრებს და ლოგიკურად მსჯელობს ავტორის ჩართვის მიზანზე;
 არგუმენტირებულად მსჯელობს ავტორის სათქმელზე აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას ძირითადი იდეის მიმართ;
დისკუსიაში ჩართულობა
მოსწავლე ვერ ახერეხებს დისკუსიაში ჩაბმას;
არ შეუძლია საკითხზე გამოთქვას თავისი აზრი;
მოსწავლეს უჭირს დისკუსიაში ჩაბმა;
საუბრობს არადამაჯერებლად
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა;
საუბრობს საკითხის ირგვლის მაგრამ უჭირს გამართულად
საუბარი.არგუმენტები არადამაჯერებელია
იცავს დისკუსიის წესებს
საუბრისას იცავს დროის ლიმიტს;
საუბრობს გამართულად
საუბარი არგუმენტირებულია
იცავს დისკუსიის წესებს
საუბრისას იცავს დროის ლიმიტს
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
საუბარი არგუმენტირებულია
იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია
საუბრისას იცავს დროის ლიმიტს





 გაკვეთილის გაგმა-გალაკტიონ ტაბიძე "მთაწმინდის მთვარე" ანალიზი


გაკვეთილის თემაგალაკტიონ  ტაბიძე „მთაწმინდის  მთვარე“  
ლექსის   ანალიზი
სწავლების საფეხურიIII საფეხური. XI კლასი.
ს  ა  გ  ა  ნ  იქართული ენა  და  ლიტერატურა
პ  ე  დ  ა  გ  ო  გ  იმ ზი ა  ვ ა შ ა ლ ო მ ი ძ ე
მოსწავლეთა  რაოდენობა24
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობამოსწავლეები  შეისწავლიან გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას,ლიტერატურულ მიმდინარეობას - სიმბოლიზმს ,განივითარებენ ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარს
გაკვეთილის  მიზანიმოსწავლე კითხულობს გალაკტიონ ტაბიძის ლექსს’’მთაწმინდის მთვარე’’
შეუძლია ლექსის კომპოზიციური  თავისებურებების გააზრება, ენობრივ-გამომსახველობითი ხერხების და გამოყენებული ტროპული მეტყველების სახეების შესახებ  მსჯელობა. ლექსის იდეისა და თემის შესახებ საკუთარი მოსაზრების აუდიტორიის წინაშე მსჯელობა.
ე  .  ს.  გ  . მისაღწევი შედეგი
(ი  ნ  დ  ი  კ  ა  ტ  ო  რ  ი  )
მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის,თემების,  იდეების თუ პრობლემატიკის თვალსაზრისით. მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით,მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამოსვლას,მსჯელობს არგუმენტების მოშველიებით ლოგიკურად,თანამიმდევრულად,ლაკონურად.
სვამს და პასუხობს შეკითხვებზე ლოგიკურად , არგუმენტირებულად, დამაჯერებლად, გამართული სალიტერატურო ენით.
წინარე   ცოდნაგალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია,ლიტერატურული მიმდინარეობა  სიმბოლიზმი,ტიციან ტაბიძის წერილი სიმბოლიზმის შესახებ,გალაკტიონის სხვა სიმბოლისტური ლექსები.
დ     რ     ო4  5  წთ.
თანამიმდევრობა.
გაკვეთილის 1-ლი ფაზა
გამოწვევა
გაკვეთილი იწყება საორგანიზაციო საკითხების-გაკვეთილის მიზნის , თემის და შეფასების სისტემის გაცნობით. 2 წთ
გამოკითხვის დაწყებამდე განწყობის შექმნის მიზნით მასწავლებელი ასმენინებს კლასს ლექსის აუდიო ჩანაწერს- თავად გალაკტიონის მიერ წაკითხულს. 3წთ
http://www.youtube.com/watch?v=JH2ytHO8vAIfeature=player_embedded#at=11
და გადადის გონებრივ იერიშზე, სვამს შეკითხვებს:  ადრე შესწავლილი ნაწარმოებებიდან  მთაწმინდის თემატიკის კიდევ რომელ პოეტურ ქმნილებებს გაიხსენებდით? ღამისა და მთვარის შესახებ რომელი პოეტის რომელი ლექსი გაგონდებათ? 
3 წთ.

შემდეგ პროექტორით ეკრანზე აჩვენებსელექტრონულ პრეზენტაციას   წინასწარ ორად გაყოფილად დაბეჭდილ ტექსტს. ტექსტები განთავსებულია გვერდიგვერდ: 1-ლი ნაწილი მთვრდება სტრიქონზე-„ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული.’’
მე-2-ე ნაწილი იწყება-„და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად...’ ვიდრე 
ბოლომდე.

გაკვეთილის  მე-2-ე  ფაზა
ცოდნის კონსტრუირება,შინაარსის რეალიზება
მასწავლებელი კლასსაც ჰყოფს ორ ჯგუფად ერთ ჯგუფს სააზროვნოდ და სამსჯელოდ აძლევს ტექსტის ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ჯგუფს ტექსტის მეორე ნაწილს. იყენებს სტრატეგია-მეთოდს,- ორმხრივ ჩანაწერთა დღიური“.(სტრატეგია ნაცნობია)  მუშაობის ფორმა არის ინდივიდუალური და აძლევს დავალებას
რვეულის გვერდი გაყონ ორად და ჩაწერონ
მათთვის განკუთვნილი ტექსტის მონაკვეთში
გამოყონ აზრობრივად,იდეურად, მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ადგილები .
რვეულის მეორე ნაწილის თავში დაწერონ
კითხვები: რატომ?, რა მაძლევს ამის საფუძველს?,რა გამახსენდა?,რა მომეწონა ანრა იყო ტექსტის აღნიშნული მონაკვეთის მთავარი სათქმელი?. 2წთ
აქტივობა 1-ლი მოსწავლეები რვეულის ფურცელს ჰყოფენ ორად და აკეთებენ გრაფებს.
 კითხვები: რატომ?-არგუმენტი.
რა მაძლევს ამის საფუძველს?-ვარაუდი
რა  გამახსენდა  ? -პარალელი.
რა  მომეწონა....სათქმელი?-საკუთარი აზრი.
აქტივობა მე-2-ე მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ტექსტს და აკეთებენ ჩანაწერს ინსტრუქციის მიხედვით.
აქტივობა მე-3-ე მასწავლებელი იგივე სქემას აკეთებს დაფაზე და ავსებს  მოსწავლეთა ნააზრევით.
კლასში იმართება დისკუსია  სტრატეგიაზე დაყრდნობით და მთლიანდება ტექსტი. 20 წთ.
გაკვეთილის  მე-3-ე  ფაზა
რეფლექსია
მასწავლებელი კლასს სთხოვს კიდევ ერთხელ ამჯერად უკვე ერთად გადაავლონ თვალი ტექსტს და აღნიშნონ ტროპული მეტყველების რა სახეებია გამოყენებული ლექსში დამოიყვანონ შესაბამისი  მაგალითები.
გაიხსენონ თუ რას ეწოდება შედარება, ეპითეტი, მეტაფორა?
როგორი რითმით არის დაწერილი ლექსი? 10 წთ
მასწავლებელი საშნაო დავალებად აძლევს  დაწერონ თხზულება სათაურით-„სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა...“ მიუთითებს იმ კლასგარეშე ლექსებს რომელთა გამოყენებაც სასურველი იქნება თხზულების დასაწერად დაკლასს ადგენინებს მოკლე გეგმას რომელიც დაეხმარება მათ დავალების შესრულებისას. 3 წთ.
შეფასება _ 1 წთ.
შეფასება
გამოყენებული  მუშაობის  ფორმები
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილიშეფასების მეთოდის მიხედვით.
გამოყენებულ იქნა მუშაობის ფორმები:
ინდივიდუალური,კლასთან მუშაობა და შემდეგი მეთოდი და სტრატეგია :
ორმხრივ ჩანაწერთა დღიური და დისკუსია.
გაკვეთილზე  გამოყენებული  რესურსებისახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პროექტორი, აუდიო ჩანაწერი.


  გაკვეთილის გეგმა- როგორ მოვამზადოთ პრეზენტაცია


გაკვეთილის  თემა
როგორ  უნდა  მოვამზადოთ  პრეზენტაცია
მასწავლებელი
მზია  ვაშალომიძე 
სსიპ - ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ბახვის  საჯარო  სკოლის  ქართული  ენის  და  ლიტერატურის  მასწავლებელი
სწავლების  საფეხური
მოსწავლეთა  რაოდენობა
III,   კლასი .  მოსწავლე
მოსწავლეთა  პროფილი
განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არ  არის
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
·         სასწავლო პროცესში პრეზენტაციის სწავლას გარკვეული   დრო უნდა დაეთმოს სწავლების ინტერაქციული ფორმები ეხმარება ბავშვებსაითვისონ საჯაროგამოსვლებისა და აზრის არგუმენტირებულადგამოთქმის ანბანი.
·         პრეზენტაცია უვითარებს მოსწავლეებს ისეთ ზოგადუნარებსროგორიცაა
        კომუნიკაციასაკუთარი აზრის/პოზიციის წარდგენა,         არგუმენტირება
       და დაცვადისკუსიის წარმართვა და ..;
·         მსგავსი გაკვეთილების ჩატარება აუცილებელიაუფროსკლასელთათვისრომლებიც სტუდენტურიცხოვრებისთვის უნდა მოემზადონისწავლონგამართულად საუბარისაკუთარი აზრის მკაფიოდგამოთქმაკომუნიკაბელურობა.
ე.ს.გ.-ით  მისაღწევი  შედეგები
ქართ.X.5.  ამზადებს  ტექსტს  და  ვიზუალურ  მასალას  აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლამდე  ,გადის  რეპეტიციას.ამოიცნობს  აუდიტორიაზე  ზემოქმედების  არავერბალურ  ხერხებს.
ქართ.X.3.ამყარებს  კონტაქტს მსმენელებთან. უიოლებს  აუდიტორიას  ინფორმაციის  აღქმას. გამოყოფს  მთავარს    და  არსებითს,გამოხატავს  თავის    დამოკიდებულებას  ინფორმაციის  შინაარსისადმი.  მიიპყრობს  მსმენლის  ყურადღებას.
ქართ.X.4.შეუძლია  თანაკლასელთა  ზეპირი  მოხსენებებისა  გაანალიზება  და  შეფასება.
წინარე  ცოდნა
მათ  უკვე  იციან  რეფერატის და  რეცენზიის  მომზადება,  რაც  გარკვეულწილად  ხელს  შეუწყობს  საპრეზენტაციო  მასალიდან  ძირათადი და  მთავარის  გამოყოფას.ავტორისა  და  საკუთარი  შეხედულებების  გამიჯვნას  ერთმანეთისაგან.ამავდროულად  კლასში  ჩატარებული იყო ისტის  გამოყენებით  საცდელი  პრეზენტაცია თემაზე „ქართული  ჰაგიოგრაფია“ 
დრო 
 45  წთ.

გაკვეთილის  მსვლელობა                   
                       გაკვეთილის  I ფაზა  (  გამოწვევა)
  გაკვეთილს  ვიწყებ თემატიკის და  შეფასების  სისტემის  გაცნობით   და  გადავდივარ  გონებრივ  იერიშზე.  მოსწავლეებს  შევახსენებ  მათთვის  კარგად  ნაცნობ  სტრატეგიას  ზეპირი  მოხსენება  და  ვსვამ  შეკითხვებს  :  როგორ  უნდა  დაიგეგმოს  ზეპირი  მოხსენება?
როგორ  ვახერხებთ  მოვიძიოთ,  შევაგროვოთ  და  „ავაწყოთ“  ზუსტი  ინფორმაცია?
რა  ნაწილებისგან  უნდა  შედგებოდეს  ზეპირი  მოხსენება ?
იმართება  დისკუსია და დაფაზე   იწერება  გამოტანილი დასკვნები,რომ  მოხსენებისათვის  საჭიროა:  აზრის  სიცხადე,მასალის  ორგანიზება,ინფორმაციის  საკმარისობა,  ინფორმაციის  სიზუსტე,  ხმა,  მკაფიო  მეტყველება,  შესაბამისი  არავერბალური  საშუალებები(ჟესტები,პოზა)  ,შესაფერისი  ენა  (სტილი,ლექსიკა)
                                 გაკვეთილის  II  ფაზა  (ცოდნის  კონსტრუირება,შინაარსის  რეალიზება)

აქ  უკვე  ძირითადად  მასწავლებელი  იღებს  ინიციატივას ატარებს  მინი  ლექციას  თუ  რა  არის  პრეზენტაცია,  როგორ  კეთდება  პრეზენტაცია  Power  Point -ში    ცდილობს  დაუკავშიროს  რა  აქვს  საერთო და  განმასხვავებელი  ნაცნობ  სტრატეგიასა  პრეზენტაციას  შორის    და  პროექტორით  უშვებს  მომზადებულ  პრეზენტაციას   .იხ.პრეზენტაცია   წარდგენა.pptx
                       
მასწავლებელი  კლასს  ჰყოფს  ჯგუფებად  ,თითოეულ  ჯგუფს  აწვდის  ინფორმაციას  XII  საუკუნის  საქართველოს  შესახებ.  და  სთხოვს  მოსწავლეებს  იმისთვის  რომ  მოამზადონ  პრეზენტაცია  მიწოდებულ  თემაზე  გააკეთონ  ჩანაწერები
რა  გავიგეთ  მოწოდებული  ინფორმაციით
ჩემი  აზრით  რა  აკლია  ტექსტს  რომ  ინფორმაციას  ჰქონდეს  მეტი  სიცხადე
რა მასალა უნდა  მოვიძიო  რომ  შევძლო  პრეზენტაციის  გაკეთება



                                გაკვეთილის  III ფაზა  (რეფლექსია)
იმართება  დისკუსია  შესრულებული  დავალებების  ირგვლივ  დაფაზე  ივსება  მსგავსი  სქემა  მათ  მიერ  მოწოდებული  წინადადებებით 
მასწავლებელი  აძლევს  დავალებას    განსახორციელებელი  პროექტის  შესახებ.  აცნობს  მოსწავლეებს  რომ  შემდეგი  შემაჯამებელი  დავალება  ჩატარდება  პრეზენტაციის  სახით, სთავაზობს  საპრეზენტაციო  თემებს:შოთა  რუსთაველის  პიროვნება,  ვეფხისტყაოსნის  გმირთა  გეოგრაფიული  არეალი,  ვეფხისტყაოსნის  კოსმოგონია, ისტორიული  რეალობის  ანარეკლი  ვეფხისტყაოსანში,  ვეფხისტყაოსნის  პერსონაჟები,  ვეფხისტყაოსნის  გმირთა  სამოსი...  რადგან  მოცემული  დავალება  რთულია  და  ძნელად  შესასრულებელი
ამიტომ  სასურველია  გავაკეთოთ  პროექტი  და  დავსახოთ  სამუშაო  გზები  და  მეთოდები  აღნიშნული  საკითხების  გადასაჭრელად.

შეფასების  საგანი  და  პროცედურები
განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი
გამოყენებული მასალა და ტექნიკური რესურსები
ნუგზარ  მუზაშვილი,  ნიკოლოზ  ჩუბინიძე,  ნინო  შარაშენიძე-ქართული  ენა  დალიტერატურა  კლასი X.
როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის
ავტორისოფიკო ლობჟანიძე
თარიღი: 07 მაისი 2012.Mastsavlebeli.Ge - ინტერნეტგაზეთი "მასწავლებელი"
http://tsageri.blogspot.com/p/blog-page_31.html
კომპიტერი,  პროექტორი , ეკრანი.

No comments:

Post a Comment