ინტელის სასწავლო კურსი

დღე მერვე
23.09.2014
პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.გავიარეთ მოდული ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ კითხვებზე  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში? როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო  პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
აქ შეძენილ ცოდნას უკვე ვიყენებ სასწავლო პროცესში.
კმაყოფილი ვარ!





დღე მეშვიდე
20.092014.
ამჯერად მეექვსე მოდულზე ვიმუშავეთ
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების უპირატესობები და ცხრილები
და ბევრი სხვა რამ რაც მაინტერესებდა
ხათუნა დაუზარლად პასუხობს ჩემს კითხვებს!







დღე მეექვსე
16.09.2014
ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე-მოსწავლეთა პროექტების შეფასება
ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა.
ვიმუშავე გაზეთის შაბლონზე.
სკოლაში ყოველდღიურობაში უფრო აქტიურად გამოვიყენებ აქ შეძენილ უნარებს




დღე მეხუთე
12.09.2014.
დღეს ვიმუშავეთ მოდულზე "კავშირები"
ვისწავლეთ ჰიპერლინკების ჩასმა ბლოგზე, პრეზენტაციების ატვირთვა slideshere.com-ზე
ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ




 დღე მეოთხე
მოვხვდი იქ სადაც  მესაჭიროებოდა, ვიძენ მეტად საჭირო უნარჩვევებს, ვეცნობი მასწავლებლისათვის უცილოდ საჭირო მასალებს
დღეს  გავეცანით შეფაების სხვადასხვა მეთოდებს,შეფასება ყველაზე რთული საკითხია სკოლის ცხოვრებაში.
გავასრულეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია





პროექტის მესამე დღე 08.09.2014

დღეს ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას გავეცანით
ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე
ვიმუშავეთ შემდეგ აქტივობებზე:
სტანდარტების გათვალისწინება და მიმართულების მიმცემი საკვანძო კიტხვების ფორმულირებაზე 






პროექტის მეორე დღე 06.09.2014
შინაარსობრივად დატვირთული დღე იყო ,სრულიად ახლებურად მივუდექით სასწავლო პროექტების დაგეგმვას
საინტერესო იყო აზრთა გაცვლა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ირგვლივ.
სასარგებლო უნარები შევიძინეთ პროექტის საჭიროებისათვის კომპიუტერული უნარის გამოყენების თვალსაზრისით.
ხათუნა, ჩვენი ტრენერი გასაოცარ მოთმინებას იჩენს
უამრავი  კითხვა პასუხებს ითხოვს . მთავარია ყველას ცნობისმოყვარეობა კმაყოფილდება.



 დღე პირველი
 04.09.2014 დღეს ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა დავიწყე,რაც ძალიან მჭირდებოდა,კარგა ხანია ველოდები რომ მსგავსი კურსის შესწავლას შემოგვთავაზებდნენ,სქემაში ჩართულ პედაგოგებს და არა მარტო სქემაში ჩართულთ ესაჭიროება გამოცდილების გაზიარება,რჩევები,კომენტარები. ბლოგი ამის საუკეთესონ საშუალება... თანამედროვე გაკვევანდელი დღთილი ახლებურ დაგეგმარებას და გააზრებას საჭიროებს,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობამ, კიდევ ერთხელ დამანახა,თუ რაოდენ საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის და გამოყენების უნარები. კოლეგებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება დღევანდელი დღის შენაძენია


5 comments:

  1. ძალიან მომეწონა მოსწავლის პრეზენტაცია. კარგადაა შერჩეული კითხვები.მომეწონა
    ფონი, გამოყენებული ფოტო-მასალა.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. ქალბატონო მზია, ძალიან მომეწონა თქვენი ნამუშევარი. აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად გაქვს არჩეული თემატიკა, დიზაინი და ფოტომასალა.

    ReplyDelete
  4. გილოცავთ,ყოველივე ეს არის ის,რისი ათვისებაც ძალიან გინდოდათ.თქვენ ეს შესანიშნავად მოახერხეთ.წარმატებები!

    ReplyDelete
  5. ქალბატონო მზია მოხიბლული ვარ თქვენი ნამუშევრით

    ReplyDelete