პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება:
საკვირველი კაცი
აკაკი წერეთლის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა
|
2. პროექტის ავტორი მზია ვაშალომიძე
|
3 . მთავარი
პრობლემა-„როცა ოჯახში არ გაქვს სამშობლო
და სამშობლოში არ გაქვს ოჯახი“
(“საკვირველი კაცი ვარ: ცოლი მყავს - არა მყავს,
- შვილი მყავს, არა მყავს, - პენსია მაქვს - არა მაქვს.“)პრობლემების ანალიზი
აკაკი წერეთელის ბიოგრაფია, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები
სასკოლო სახელმძღვანელოებში მეტად მწირად არის მოცემული, ძირითადად თარიღების
ქრონოლოგიაა, შეუძლებელია გაიგო რა აწუხებდა და ადარდებდა მგოსანს, როგორი იყო მისი
პირადი ცხოვრება, როგორ აისახა იგი პოეტის შემოქმედებაზე.
უამრავი ჭორი და ამბად ნათქვამი
დადის აკაკის ცხოვრების დეტალებზე,პრობლემაც ესაა ჭორი და მართალი ერთმანეთშია არეული
და მოსწავლეები უნდა იცნობდნენ დიდი მგოსნის ცხოვრების რეალურ სურათებს; მოსწავლეებს
არ აქვთ გამოცდილება როგორ შეიძლება სამუზეუმო მასალების გამოყენება სასწავლო პროცესში;
|
4 პროექტის მიზანი:
·
სამუზეუმო მასალის გამოყენებით აკაკის ცხოვრების უცნობი დეტალების გაცნობა მოსწავლეთათვის.
·
ანალიტიკური დასკვნების გამოტანა რამდენად იმოქმედა
პირადმა ცხოვრებამ პოეტის შემოქმედებაზე.
|
5.
პროექტის ამოცანები
·
მოსწავლეებს ვაცნობ სასწავლო პროექტის იდეას
, ვუხსნი რა სარგებელს მოგვიტანს პროექტის განხორციელება , რა ცოდნასა და უნარებს
შეგვძენს;
·
ვგეგმავთ
პროექტის განხორციელების ვადებს, ვანაწილებთ ფუნქციებს, ვადგენთ შეხვედრების გრაფიკს;
·
პროექტში
ჩართულობისთვის ვიწვევ კოლეგას საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრიდან ,კერძოდ ისტორიის
მასწავლებელს;
·
სხვიტორში
აკაკის სახლ-მუზეუმში დაცული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების გაცნობა- გაანალიზება მოსწავლეებთან ერთად;
·
ინტერნეტ
სივრცეში ,ლიტერატურულ წყაროებში და სამუზეუმო ექსპონატებში დაცული და გადმოცემული
ინფორმაციების შეჯერება;
·
მოსწავლეები
წერენ სინთეზურ ესეს“ უცნობი აკაკი“
·
სასკოლო
ბეჭდვითი გაზეთის გამოცემა „საკვირველი კაცი“ ,და ლიტერატურული საღამოს ჩატარება
„უცნობი აკაკი“
|
6. მოსალოდნელი შედეგები
პროექტზე
მუშაობის პროცესი უწინარესად გუნდური მუშაობის
პრინციპს დაეფუძნება :
რაციონალური;
სავარაუდო შედეგებზე;
ანაწილებენ;
თანხმდებიან
სამუშაოს ჩარჩოებზე - შესაძლებლობებისა და ინტერესების
გათვალისწინებით
ინაწილებენ სამუშაოს;
ჯგუფურ ინტერესს,
ანგარიშს უწევენ ორივეს, ორივეს კრიტიკულად აფასებენ და
ავითარებენ;
გრძნობა;
შეძენილი ცოდნა იქნება მყარი, საფუძვლიანი
და გათვლილი იქნება ე.ს.გ. სტანდარტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებზე
ქართ. XI. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·
მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს
კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·
აანალიზებს კონკრეტული ეპოქის
დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის
გადაჭრის გზებზე;
·
ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის
დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს
ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.
ქართ.
XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს,
როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის
დროს.
·
გამოყოფს ტექსტში მხატვრული
კონფლიქტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია,
კვანძის გახსნა);
·
მსჯელობს ნაწარმოების სტრუქტურული
ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, რეტროსპექცია) დანიშნულებაზე.
ქართ. XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
·
მსჯელობს ავტორის პოზიციისა
და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
·
აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს
ისტორიულ კონტექსტთან.
ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის
დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე
·
წარმოადგენს ნაწარმოებში ასახულ
პრობლემას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებსპრობლემის გადაჭრის ავტორისეულ ვარიანტზე;
·
აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის
თვალსაზრისს სათანადო არგუმენტების მოშველიებით;
·
აანალიზებს მისთვის მნიშვნელოვან
და საინტერესო საკითხებს, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა რესურსს: ციტატებს ლიტერატურულ-კრიტიკული
თხზულებებიდან, ეპიზოდებს ანალოგიური ან
მსგავსი პრობლემის შემცველი ნაწარმოებიდან და სხვ.
. ქართ.
XI. 14. მოსწავლეს
შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
·
განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას
და ამის შესაბამისად ირჩევს სტრატეგიას;
·
გეგმავს და წერს შავ ვარიანტს;
·
წერილობითი ტექსტის შესაქმნელად
წინასწარ მოიპოვებს დამხმარე მასალას;
·
აყალიბებს სათქმელს თანმიმდევრობით;
·
იყენებს ჩანაწერებს ძირითადი
და პერიფერიული იდეების / ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის
მიხედვით დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად;
·
შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს
ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს
იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული; არის თუ არა შესავალი
და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ
ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი სათაურს);
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო
მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
·
წინასწარ განსაზღვრავს საჯარო
გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...),
არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის
მიხედვით;
·
წინასწარ მოფიქრებული გეგმის
მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის
არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·
იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო
მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას,
მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად
შეფასება.
·
ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ
მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას,
თუ რამდენად დამაჯერებელია მათში გამოთქმული
ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·
გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი,
ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების
გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
·
იყენებს ჩანაწერებს (ანოტაციებს)
ძირითადი და პერიფერიული იდეებისა და ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით
დასახარისხებლად და თანამიმდევრობით დასალაგებლად;
·
აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად,
საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს წინასწარ მომზადებულ ტექსტს იმპროვიზებულით.
ისტ. XI.5.მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის
საკვანძო საკითხების კვლევა.
·
ირჩევს ერთ-ერთ
ეპოქას და ადარებსსხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·
თანაკლასელების
ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ
საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ., ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
ისტ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია სოციალური სტრუქტურების ურთიერთმიმართებებისკვლევა.
ისტ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
·
მსჯელობს სახელმწიფოს მახასიათებლების შესახებ;
|
7.
მიზნობრივი ჯგუფებიმე-9
მე-11 კლასის მოსწავლეები
|
8.ამოცანების
განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები
პროექტის
განხორციელების ვადა -
2 დღე აკაკის ბიოგრაფიის შესასწავლად, 3 დღე ინტერნეტ ინფორმაციების მოსაძიებლად, და დასახარისხებლად.
2 დღე წინასაექსკურსიო სამზადისისთვის
,1 დღე მუზეუმში ვიზიტისთვის , ერთი კვირა
ბუკლეტისა და გაზეთის მასალების მომზადებისა და გამოცემისთვის , ერთი კვირა ლიტერატურული
საღამოს მომზადებისთვის 22- 24 დღე
ამოცანა
1: პროექტის იდეის გაცნობა მოსწავლეთათვის
საქმიანობები:
ვგეგმავთ პროექტის
განხორციელ;ების ვადებს, ვანაწილებთ ფუნქციებს, ვადგენთ შეხვედრების გრაფიკს;
ამოცანა
2:დაკავშირება
აკაკი წერეთელის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციასთან საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად
საქმიანობები:
·
მუზეუმისსამუშაო დროის განრიგის, ბილეთების და ექსკურსიამძღოლის მომსახურების ღირებულების
დადგენა
·
წინასწარ მიღება ინფორმაციის რისი ნახვა
შეიძლება პროექტის მიზნიდან გამომდინარე.
აქვს თუ არა მუზეუმს პროექტის განხორხციელებისთვის
საჭირო რაიმე პროგრამა
·
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო
შეხვედრის გამართვა მუზეუმის თანამშრომლებთან, საჭირო მასალების გამოთხოვა და გაცნობა
ამოცანა
3:პოეტის ცხოვრება პოეტის თვალით
აკაკი და მისი ოჯახი
მიხეილ ქვლივიძის
ლექსები აკაკის სამი წერილი (შვილს , ცოლს
და მეგობარს)
საქმიანობები:მსჯელობა და ანალიზი : რამდენად
ახლოსაა რეალობასთან მიხეილ ქვლივიძის მიერ
გადმოცემული აკაკის განცდები, რა აქვთ საერთო ამ ორ შემოქმედს;
იყო თუ არა აკაკისთვის პრობლემა “ როცა ოჯახში არ გაქვს სამშობლო და სამშობლოში არ გაქვს ოჯახი“ ნააზრევის რეფერატების
სახით მომზადება პროექტის შეჯამებისთვის
პერიოდულ პრესაში
დაბეჭდილი სხვადასხვა პუბლიკაციების გაცნობა;
ამოცანა
4: აკაკი და ანა ნიკოლაძე, აკაკი და ტასო მაჩაბელი,
აკაკი და მაკო საფაროვა
საქმიანობები: მოძიებული მასალების დახარისხება და გათვალსაჩინოება ,ბუკლეტების დამზადება
,Mowie maker- პროგრამით რამდენიმე წუთიანი
ვიდეორგოლის მომზადება პროექტის მიმდინარეობის შესახებ, სასკოლო ბეჭდვითი გაზეთის
გამოცემა „საკვირველი კაცი“ . გაზეთის ფორმატი Intel-ის სასწავლო მასალების მიხედვით
. ტირაჟი უფროსკლასელებისთვის და ლიტერატურული საღამოს მონაწილეთათვის საკმარისი.
დაახლოებით 50 ეგზემპლარი
ამოცანა
5:პროექტის შეჯამება
საქმიანობები:ლიტერატურული საღამოს „უცნობი აკაკი“ მომზადება და ჩატარება ;
|
პროექტი-საკვირველი კაცი-უცნობი აკაკ
https://drive.google.com/file/d/1jn8klvfi9joDqNT89XZ8FxfS_qnuCSG3/view?usp=sharing
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება
|
გალაკტიონ ტაბიძე და ქართველი სიმბოლისტები
|
პროექტის მთავარი იდეა.(თემა)
|
სიმბოლიზმი _ როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა. გალაკტიონის სიმბოლისტური ლექსების გააზრება.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ მიმდინარეობას ,,სიმბოლიზმი“, პარალელს გაავლებენ მსოფლიო და ქართულ სიმბოლისტურ მიმდინარეობას შორის, შეისწავლიან ქართველი სიმბოლისტების შემოქმედებას
|
პროექტის მიზნები
|
პროექტის მიზანია ხელიშეუწყოს მოსწავლეებში ძიების, მოკვლევის, ანალიზის უნარებისა და ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. პრეზენტაციის გაკეთების სწავლას.
|
მონაწილეთა ასაკი
|
16-17 წელი
|
ვადები,ხანგრძლივობა
|
7-10 დღე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, გაეცნობიან სხვადასხვა არასაპროგრამო ლიტერატურას, შეიძენენ მათთვის საჭირო ინფორმაციის ინტერნეტით მოძიების უნარს, მოძიებული ინფორმაციის დახარისხების ჩვევას. დაიგემოვნებენ გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, პაოლო იაშვილის პოეზიას, ხიბლს.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის , ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, პაოლო იაშვილის და სხვათა ტექსტების კრებულები, კომპიუტერი,
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
კლასს გავყოფ ორ მთავარ ჯგუფად, ორივე ჯგუფს ევალება მოიძიონ ინფორმაცია და საფუძვლიანად გაითავისონ სიმბოლიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის არსი.
ერთ ჯგუფს დავალებად მივცემ მოიძიონ და გაეცნონ ქართველ და ევროპელ სიმბოლისტ პოეტთა შემოქმედებას, იმსჯელონ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.
მეორე ჯგუფს კი დავავალებ, რომ განიხილონ გალაკტიონ ტაბიძის სიმბოლისტური ლექსები და იმსჯელონ გალაკტიონის ქართველ სიმბოლისტებთან შემოქმედებით ურთიერთობაზე
|
საგნებთან ,საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
|
ხელოვნების ისტორია, რუსული და ინგლისური ენა და ლიტერატურა.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მზია ვაშალომიძე
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
Mziavashalomidze@gmail.com
|
No comments:
Post a Comment