თემატური გეგმები,სილაბუსები

მეთერთმეტე კლასის საგნის სასწავლო გეგმა (სილაბუსი)
საგნის სასწავლო გეგმა
(სილაბუსი)
1.მასწავლებელი-  მზია ვაშალომიძე
2.სასწავლო საგნის სახელწოდება: ქართული ენა და ლიტერატურა
3. სასწავლო კლასი ,საფეხური: III საფეხური, XI კლასი
4. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა :მთელი წლის განმავლობაში 172  სთ (I სემესტრი  70   სთ , II სემესტრი 102  სთ)
5. სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:
მესამე,ანუ საშუალო საფეხური ფაქტობრივად ,მოსწავლის უმაღლესი სკოლისათვის მომზადებას ემსახურება,სწავლების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოსწავლეს თავისუფლად შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერ პროფესიას,სრულფასოვანი,აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ საფეხურის მეთერთმეტე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტის ანალიზი,ტონალობის,ენობრიფვ-გრამატიკულიო სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით,გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით.სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.კონკრეტული საკითყხის შესასწავლად ინფორმაციის მიოძიება,კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა.სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითიგამოცდილების რეალიზება,წერილობითტექსტებში საკუთარიპოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა და სხვა.
6.სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
XI კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო კურსი,ეროვნული სასწავლო გეგმითგათვალისწინებული სავალდებულო საგანია.
7.სასწავლო საგნის მიზანია:
·         განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·         გამოუმუშაოს ლიტერატურის , როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის , აღქმისა და გაცნობიერების უნარი და სხვა.
8.სასწავლო საგნის ამოცანებია:
·         ლექსიკური მარაგის შევსება - გამდიდრება;
·         მსჯელობის უნარის განვითარება;
·         დისკუსიაში მონაწილ.ეობა,მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ - ჩვევათა ჩამოყალიბება;
·         ტექსტის ანალიზის უნარის განვითარევა;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახულიპრობლემატიკის მიმართსაკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა,პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული ფასეულობების აღქმა და გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა;
9.სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები:
იმისათვის,რომ მოსწავლემ შეძლოს წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებზე გასვლა,მას უნდა ქონდეს შესაბამისი საბაზისო ცოდნა,კერძოდ: მოსწავლეს უნდა შეეძლოს თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება,სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების,პუბლიცისტური თხზულებებისგაანალიზება და შეფასება,სხვადასხვა ჯანრის მხატვრული ნაწარმოებების,პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
10. კურსის ორგანიზაცია;
1.საკლასო მენეჯმენტის ხერხები
·         ინდივიდუალური;
·         წყვილები;
·         ტრიადები;
·         ჯგუფები;
·         მთელი კლასი;
          2.მეცადინეობის ფორმები
·         სემინარული;
·         ლექციური;
·         გაკვეთილი პროექტი;
·         კოლოქვიუმი;
·         პრეზენტაცია
3.სწავლების მეთოდები
·         ევრისტიკული;
·         კონსტრუქტივისტული;
·         სასწავლო კვლევითი საქმიანობა;
·         ინტერაქტიული სწავლება;
·         ტექნიკური სწავლება;
·         სწავლება დიდაქტიკური თამაშებით;
·         სწავლება დისკუსიით;
·         სწავლება წვრთნით;
11.სასწავლო კურსის შეფასება:
1.შეფასების ტიპები:
ა) მიმდინარე შეფასებები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი
ბ)შემაჯამებელი შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან რეკომენდაციებს წერილობითი ან ზეპირი სახით.
განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება 10 ბალიანი სისტემით და გამოსახულია ქულების სახით.
2.აკადემიური შეფასების კომპონენტები:
ა)საშინაო დავალებები;
ბ) საკლასო დავალებები;
გ) შემაჯამებელი დავალებები;
სამივე კომპონენტს ერთნაირი ხვედრითი წილი აქვს.
3.საშინაო და საკლასო დავალებათა შეფასების კომპონენტები:
·         ტექსტებისინტერპრეტირება;
·         ტექსტების შედარებითი ანალიზი
·         მსჯელობა
·         ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
·         გამომხატველობითი კითხვა;
·         გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·         შემოქმედებითობა
·         საწავლო სტრატეგიების (კითხვის წერის,მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
·         მხატვრული ხერხების ცოდნა;
·         ენობრივ- გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
4.შემაჯამებელ დავალებათ შეფასების კომპონენტები
სტანდარტის მოთხოვნათა შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება:
1.ტესტი;
2.მოდელირება;
3.პროექტი;
4.პრეზენტაცია;
5.მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
6.სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
7.არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის /თერმის შესახებ;
8.ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
ესეის შედგენა;
10პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის(მინისპექტაკლის,როლური თამაშის და სხვა ) სახით;
11.ლიტერატურული სალონი;
12.ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერია მოსმენა და შეფასება.
   ფასდება შემდეგი უნარები:
1.სააზროვნო უნარ - ჩვევები;
2.კვლევის უნარ - ჩვევები;
3 პრობლემის გადაჭრის უნარ - ჩვევები;
4.კომუნიკაციის უნარ - ჩვევები;
5.სოციალური უნარ - ჩვევები;
6.თვითმართვის უნარ - ჩვევები;
7სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
8.სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
შემაჯამებელი დავალებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს;
·         დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა;
·         ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და გავლილი მასალის გათვალისწინებით;
·         10 ქულა უნდა განაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;მითითებული უნდა იყოს სტანდსარტის ის შედეგები , რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
შეფასების ფორმები:
·         პრეზენტაციები;
·         ზეპირი გამოკითხვა;
·         პროექტი;
·         ტესტური დავალებები;
·         საკონტროლო წერრა;
·         წერითი სამუშაოები;
·         „პორტფოლიო“
·         ურთიერთშეფასება;
·         თვითშეფასება;
12.რესურსები:
მოსწავლის სახელმძღვანელო - ნუგზარ მუზაშვილი,ნიკოლოზ ჩუბინიძე,ნინო შარაშენიძრე,ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლასი.გამომცემლობა „დიოგენე“ 2013 წელი;
მასწავლებლის სახელმძღვანელო  ნუგზარ მუზაშვილი,ნიკოლოზ ჩუბინიძე,ნინო შარაშენიძრე,ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლასი.გამომცემლობა „დიოგენე“ 2012ნუგზარ მუზაშვილი,ნიკოლოზ ჩუბინიძე,ნინო შარაშენიძრე,ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლასი.გამომცემლობა „დიოგენე“ 2013 წელი;
 დამხმარე ლიტერატურა:
1.გურამ ასათიანის „საუკუნის პოეტები’
2აკაკი ბაქრაძის „ილია და აკაკი“;
3. ნინო ნაკუდაშვილის „ლიტერატურული მიმდინარეობები;
4.თამაზ ჩხენკელის მშვენიერი მძლევარი;
ტექნიკური საშუალებები
·         კომპიუტერი
·         პროექტორი და ეკრანი
·         ვიდეო-აუდიო
ადამიანური რესურსები
·         ისტორიის მასწავლებლები
·         გეოგრაფიის მასწავლებელი
·         მუსიკისდა ხელოვნების მასწავლებლები;
13.მისაღწევი შედეგები(უნარები)
ზოგადსაგნობრივი
·        ინფორმაციის მოძიება
·        დახარისხება
·        ანალიზი
·        შეფასება
სპეციფიკურ საგნობრივი
·         თხრობა;
·         სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
·         ტექსტების ინტერპრეტაცია;
·         ტაქსტების შედარების ანალიზი;
·         მხატვრული ხერხების ცოდნა;
ადაპტაციურ სასიცოცხლო:
·         სწავლისა დაშემეცნების უნარ5ი
·         მოლაპარაკებებისა და დიალოგის უნარი;
·         თანამშრომლობისა და ჯგუფში მუშაობის უნარი;
·         სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის უნარი;
·         თვითშეფასებისა და თვით კონტროლის უნარი
სამუშაო დისციპლინა
ა) გაცდენების დასაშვები რაოდენობა
ბ) დავალიანების დასაშვები რაოდენობა
გ) აღდგენები:



No comments:

Post a Comment